დანაცარმტვერდა პაპის გუდასტვირი და ჩანგი ჟამი მოსულა ლამის ჟანგმა შეჭამოს ჟანგი, სიმართლის ცაში ბნელა და ჯოჯოხეთში ყვავის, სული რომელიც ყველამ მივაგდეთ საძიძგნად ყვავის, ვჯიჯგნით მომავალს, წარსულს აწყმოში ვსუნთქავთ ვნებას, აზრიც აღარ აქვს სიკვდილს სულმკვდარი სულის საცხონებლად...