ნაწარმოებები



ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
3 აპრილი, 2021


ომონიმთა გეოგრაფია (ნაკლებად იუმორისტული ლექსი)

თუ მოერია ბრაზი ლიასო,
დაგეშურები, ჩემო დანია,
არ ვინახულებ ბრაზილიასო,
ბარგი სულ ერთი ჩემოდანია,
იქნება ორი მეტრი კუბურად,
ჰა, ტოლი ხონის, ჰა, ჰა, ჰა, ვანის,
შენ გამიხვიე, კარგო, კუბურად
სიგარა, მე კი სტეპებს ჰავანის
მოვინახულებ, თუმც ჰო, ლანდია,
ყველა ჭრილობა, რაც კი იქავე,
არის ბელგია და ჰოლანდია
და ლუქსემბურგიც არის იქავე,
შორიახლოდან მოჩანდეს საფრა,
დავასლოკინო, ნგეთი-კუბური,
მზის გადასვლამდე-დამღლელი საფრა,
გადასვლის შემდეგ თითო კუბური
გავაბოლოთ და გერმა ნიასო
გადასცეს: ტყეში შეშა ჩეხეთო,
იქნებ, მოვედოთ გერმანიასო,
ეჰ, ავსტრიავ და ჩემო ჩეხეთო,
რამდენჯერ მითქვამს, ერთხელ ჩადიო,
მოინახულე ალჟირი, მალი,
ან მოზამბიკი, ანაც ჩადიო,
ხან ასე ნელი, ხან ასე მალი,
ერთხელ უთუოდ ვეწვევი ნიგერს,
სიზმარში ვნახავ მრავალ ნაირობს,
გავიცნობ ათას ონავარ ნიგერს,
ათასფერად რომ მრავალნაირობს,
თუ მოერია ბრაზი ლიასო,
დაგეშურები, ჩემო დანია,
არ ვინახულებ ბრაზილიასო,
ბარგი სულ ერთი ჩემოდანია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები