ნაწარმოებები



ავტორი: შოთა კურტანიძე
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2021


უკანასკნელი შემოღამება

როცა გაქრება, საიდუმლო, ფერადი ალი
იქნები მწყრალი და სიზმარში გიხილავს ქალი,
ვით თვით სიზმარი იქნება შავი და იდუმალი,
მარადიული მღელვარება და საფიქრალი.
შენი წამები ჰგვანან ღამეს, ღამე კი მთვარეს,
მთვარე სიარულს და სიარული გარდაცვალებას.
შენ არ დარჩები მომღიმარი, მკვეთრია წესი.
არც სამძიმარი დაჭირდებათ დაღლილ გუშაგებს.
აინთებს ღამე სანთლების წყებას სილუეტებად
და მოიმედე აელვებები შეგეფეთება,
გარდაიქმნება მარად წმინდა დუმილის გზებად
და შენი გული შეუერთდება იდუმალებას.
სხვა არ იქნება ნუგეში ქვეყნად აღარასოდეს.
გაფრინდებიან სიუჟეტები არდაბრუნებად.
გაქრება ფიქრიც და სინდისი აანთებს წამებს,
როდესაც ქალი ნახავს სიზმარს უმწეო ღამეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები