 | ავტორი: ზარქუა ჟანრი: პოეზია 5 აპრილი, 2021 |
რას არ იტყვიან სიმთვრალეში, რას არ იტყვიან... რა საკითხია ისეთი, რომ მათ არ იცოდნენ?! წაკითხულია ბევრი წიგნი, მაგრამ ბიბლიამ, ვერ წაგვაკითხა უფლის მცნება, სულ ათიოდე.
ჩვენ მხოლოდ ვსვამთ და ალკოჰოლით ვპროფესორდებით, ისე ვართ თითქოს, ღმერთობამდე ცოტა გვიკლია. ამძორებული, გაუშიგნავ მყრალი თევზივით, წიგნების თაროს ტვირთად აწევს ძველი ბიბლია.
ვკითხულობთ მორალს, პოეზიის გვაცვია ფორმა, მაგრამ პოეტის წაგვრთმევია სულიერება. აქ ხომ ლექსებიც ეზოსავით შემოიღობა და სტრიქონებს ძოვს ყველა, ვისაც არ ეზარება.
გაჭირდა ისე, რომ სულები გავარობოტეთ, ქვეყნად კი კაცი, აღარაა თავისუფალი. მე ჩემი ჯვარი, ვიტვირთე და ვზიდავ ბოლომდე, თუ სხვების მსგავსად, მასზე ღმერთი არ გავაკარი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ირონიაც ამოვიკითხე, თვითირონიაც, შედარებებიც შეუდარებელია.
მე თრობის ელემენტებს ამოვიღებდი, თუმცა მათი ხსენებით ავტორის მკითხველთან გაშინაურების მცდელობას ვხედავ, როგორც ერთ, უბრალო საღამოს მეგობრისთვის გულის გადაშლას, ამიტომ არც ასეა ურიგო. ირონიაც ამოვიკითხე, თვითირონიაც, შედარებებიც შეუდარებელია.
მე თრობის ელემენტებს ამოვიღებდი, თუმცა მათი ხსენებით ავტორის მკითხველთან გაშინაურების მცდელობას ვხედავ, როგორც ერთ, უბრალო საღამოს მეგობრისთვის გულის გადაშლას, ამიტომ არც ასეა ურიგო.
3. თევზი არის უძველესი ქრისტიანული სიმბოლო ბერძნულად თევზი არის ΙΧΘΥΣ ("იხთუს"), რომლის პირველი ასოები შეადგენენ გამოთქმას: "იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, მაცხოვარი" ("ისუს ხრისთუს თეუს ჰუიოს სოტერ").
ამ შემთხვევაში თევზი არის რწმენის სიმბოლო და ამიტომაცაა მყრალი, გამოუშიგბავი და შებოლილი. თევზი არის უძველესი ქრისტიანული სიმბოლო ბერძნულად თევზი არის ΙΧΘΥΣ ("იხთუს"), რომლის პირველი ასოები შეადგენენ გამოთქმას: "იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, მაცხოვარი" ("ისუს ხრისთუს თეუს ჰუიოს სოტერ").
ამ შემთხვევაში თევზი არის რწმენის სიმბოლო და ამიტომაცაა მყრალი, გამოუშიგბავი და შებოლილი.
2. მაპატიე მარა არ მომეწონა ეს ლექსი აქ უკეთეს ველოდი
.ამძორებული, გაუშიგნავ მყრალი თევზივით, წიგნების თაროს ტვირთად აწევს ძველი ბიბლია. საიდან მოიტანე ეს რომ ასეა? ან თაროზე თევზს რა უნდა. მერე სტრიქონებს ძოვს ყველა -ან ეს რა არის.
მაპატიე მარა არ მომეწონა ეს ლექსი აქ უკეთეს ველოდი
.ამძორებული, გაუშიგნავ მყრალი თევზივით, წიგნების თაროს ტვირთად აწევს ძველი ბიბლია. საიდან მოიტანე ეს რომ ასეა? ან თაროზე თევზს რა უნდა. მერე სტრიქონებს ძოვს ყველა -ან ეს რა არის.
1. ბოლო მომეწონა. მყრალი, გამოუშიგნავი თევზის შედარება ბიბლიით დამძიმებულ თაროსთან რაღაც არ ჯდება. შედარება შეცვალეთ, ან სხვა კუთხით გაშალეთ. :) თუ მიიღებთ რჩევას, რა თქმა უნდა. + ბოლო მომეწონა. მყრალი, გამოუშიგნავი თევზის შედარება ბიბლიით დამძიმებულ თაროსთან რაღაც არ ჯდება. შედარება შეცვალეთ, ან სხვა კუთხით გაშალეთ. :) თუ მიიღებთ რჩევას, რა თქმა უნდა. +
|
|
მონაცემები არ არის |
|
|