ნაწარმოებები



ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2021


შავი დღისთვის შემონახული ლექსი

სანამ გული მიძგერს,სანამ...
სანამ დავდივარ და ვხარობ,
აღარ მიყვარხარო, ანამ.
ანამ - აღარ მიყვარხარო.

სანამ სული მიდგას, სანამ...
ჩემი სული მოიფარე.
გადააგდებ იასამანს,
მე რომ შენთვის მოვიპარავ.

მე რომ შენთვის დავიღუპო,
მე არასდროს გადავრჩები.
ერთი წვეთი , ერთი ყლუპი
ტკივილი და ნაოჭები.

სანამ ცოცხალი ვარ, სანამ...
სანამ ყვავილივით ვხარობ.
აღარ მიყვარხარო , ანამ.
ანამ- აღარ მიყვარხარო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები