ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 აპრილი, 2021


ყარსის ხელშეკრულება: „იდიოტების“ მხილება

ყარსის ხელშეკრულება: „იდიოტების“ მხილება



თავდაპირველად ძველ საბერძნეთში სიტყვა „იდიოტი“ აღნიშნავდა ქალაქში (პოლისში) მცხოვრებ მოქალაქეს, რომელსაც არ აინტერესებდა პოლიტიკა (პოლისის მართვა), რის გამოც  არ იღებდა მონაწილეობას ქალაქის (პოლისის) საერთო კრებაში, ქალაქის (პოლისის) მართვის სხვა ფორმებში, ანუ, არ იღებდა მონაწილეობას პოლიტიკაში (პოლისის მართვაში).

ძველი საბერძნების შემდგომ პერიოდში სიტყვამ „იდიოტი“ მნიშვნელობა შეიცვალა, თანამედროვე სამედიცინო მნიშვნელობა მიიღო, აღნიშნავს „ჭკუანაკლულს“.

დღეის მდგომარეობით ცალკეული ქართველი, უფრო კი ქართველობით შენიღბული არაქართველები,  „იდიოტები“ პოლიტიკით ძალიან ინტერესდებიან, განსხვავებით ძველი ბერძენი „იდიოტებისგან“, მაგრამ ამ დაინტერესებაში, თანამედროვე ცალკეული ქართველი „იდიოტები“ თავიანთ თავს სიტყვა „იდიოტის“ თანამედროვე სამედიცინო მნიშვნელობით წარმოადგენენ, ანუ როგორც „ჭკუანაკლულები“.

თანამედროვე ცალკეული ქართველი „იდიოტები“ ითხოვენ შეუძლებელს.

„იდიოტები“ ითხოვენ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების „დენონსაციას“.

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-3 მუხლის („ტერმინების განმარტება“) „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად ტერმინი „დენონსაცია“ განმარტებულია როგორც:

„საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად“.

ანუ, საერთაშორისო ხელშეკრულების „დენონსაცია“ შესაძლებელია მაშინ, თუ „დენონსაცია“ გათვალისწინებულია ხელშეკრულების დებულებებით.


1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების დებულებებით „დენონსაცია“ გათვალისწინებული არ არის.

ანუ, „იდიოტები“ ითხოვენ შეუძლებელს.

„იდიოტები“ ითხოვენ „დენონსაციას“, რაც შეუძლებელია თეორიულადაც კი,  ვინაიდან „დენონსაცია“ არ არის გათვალისწინებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების დებულებებით.

მაგრამ მთავარი „იდიოტიზმი“  ეს არ არის.

მთავარი „იდიოტიზმი“  ის არის, რომ (ამ „იდიოტების“ მცდელობების შედეგადაც აგრეთვე) 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების „გაუქმების (ანულირების)“ შემთხვევაში („გაუქმება“ სხვა ტერმინია, „დენონსაცია“ სხვა) თურქეთი მოითხოვს (1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების დადებამდე არსებული)  1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრების აღდგენას, ანუ მოითხოვს აჭარას, ახალქალაქს და ახალციხეს.

ანუ, ცალკეული ქართველი „იდიოტები“, ითხოვენ რა აჭარის ავტონომიის გაუქმებას (აჭარის ავტონომიური მმარველობა არის პირობა, რომლითაც ოსმალეთმა აჭარა გადასცა საქართველოს, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულების პირობის დაღვევა იწვევს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას), ან/და 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების „გაუქმების (ანულირების)“, ამით ეს ზღაპრული „იდიოტები“ ფაქტიურად ითხოვენ აჭარის, ახალქალაქის და ახალციხის მიცემას თურქეთზე.

ჩნდება კითხვა, რა მოხდება, თუ თურქეთმა თვითონ მოახდინა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების „გაუქმება (ანულირება)“? ამ შემთხვევაში თურქეთი მოითხოვს 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრების აღდგენას, ანუ მოითხოვს აჭარას, ახალქალაქს და ახალციხეს.

დავაკვირდეთ ამასთან დაკავშირებით ზემოთ აღნიშნული ცალკეული „პერსონაჟების“ პრეტენზიებს, თურქეთი იმპერია არისო, პირსისხლიანიო, თუ 2021 წელს თურქეთი „გააუქმებს (ანულირებას გაუკეთებს)“ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებას, ამით აჭარას მიითვისებსო.

დავაკვირდეთ, იგივე „იდიოტები“, ერთდროულად, მრავალი ათწლეულის განმავლობაში ფაქტიურად თვითონ ითხოვდნენ და ახლაც ითხოვენ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების „გაუქმებას (ანულირებას)“, ანუ „იდიოტები“ თურქეთს „ადანაშაულებენ“ იმაში, რის გაკეთებასაც თვითონ ითხოვენ.

ანუ, „იდიოტები“ თურქეთს „იმპერიულობაში“ ადანაშაულებენ, და თან, ერთდროულად, აკეთებენ თურქეთის საქმეს, თავისი მოქმედებებით აჭარას, ახალქალაქს და ახალციხეს ფაქტიურად აძლევენ თურქეთს.

„იდიოტები“ არიან.

„ჭკუანაკლულები“.

ყოველივე ზემოთ ნათქვამი არ ეხება ზვიადისტებს. ზვიადისტები არ არიან „იდიოტები“, არც ამ სიტყვის ძველ ბერძნული, არც თანამედროვე სამედიცინო გაგებით. ზვიადისტები არიან აფერისტები. მათ იცოდნენ ადრეც და იციან ახლაც (სულ ცოტა, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ხომ იციან), თუ რა მოყვება აჭარის ავტონომიის გაუქმებას, ან/და ყარსის ხელშეკრულების „გაუქმებას (ანულირებას)“, და მაინც აფერისტულად ითხოვდნენ ამას ადრე, აფერისტულად ითხოვენ ამას ახლაც, და აფერისტულად მოითხოვენ ამას მომავალშიც. რატომ? იმიტომ რომ ზვიადისტები არიან სეპარატისტები. მათი მიზანი საქართველოს დაშლა-მოსპობაა, და მის ნანგრევებზე სეპარატისტული ზვიადეთის შექმნაა. გავიხსენოთ, 1992-93 წლებში ზვიადისტებმა ერთხელ უკვე ფაქტიურად შექმნეს დამოუკიდებელი ზვიადეთი, ნაცისტურ-ფაშისტური ტერორისტული რეჟიმი, როცა აფხაზეთიდან გამოქცეულ ქართულ შეიარაღებულ ძალებს ბლოკადა მოუწყვეს, წაართვეს ავტომატები, ქვემეხები, ტანკები, და ამ იარაღით შეუტიეს არა სოხუმს, არამედ თბილისის მიმართულებით, ანუ ამბოხება მოაწყვეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ზვიადისტების მიერ ჩადენილ ამ არნახულ სახელმწიფო ღალატს შედეგად მოჰყვა აფხაზეთის დაკარგვა, იმ აფხაზეთის, რომლის ავტონომიის გაუქმებას და აფხაზების გაგდებას ზვიადისტები ფანატიკური სიძულვილით 1989 წლიდან დაწყებული აქტიურად ითხოვდნენ. 

კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭრა
06.04.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები