ნაწარმოებები



ავტორი: ედემ ლაკადელი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2021


დუელი

ყოველ ღამე მე მას ველოდი,
და დილით შევხვდი ეშმაკს დუელში
მესროლა ტყვია გამომასალმა,
მოვკვდი პოეტი იის სურნელში,
ცრემლით წაიღეს იებმა ნეშტი,
მიწას არ ჰკადრეს, დასწვეს ღუმელში.
მიმოაბნიეს ნარჩენი ფერფლი,
ზეციდან შორს მაღალ ღრუბლებში.
ყვავილნი ცრემლით გამომეთხოვნენ
მამცნეს გალობით ღვთისადმი რწმენა
უფლის განგებით გადარჩენილმა
ლექსებმა იწყეს ზეციდან ცვენა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები