ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2021


სიზმრად ვნახე წუხელ ტაო

სიზმრად ვნახე წუხელ ტაო,
ტაო - ჩვენი საქართველო,
ჰოი, როგორ მინდა დაო
ტკივილები გავამრთელოთ.

მტკივა, როგორც სამაჩაბლო,
მტკივა, როგორც აფხაზეთი,
ვცდილობ: არ გადავაჭარბო
სათქმელს... შემწედ გვყავდეს ღმერთი.

რა რთულია ხვედრი ერის,
ვართ ცრემლებით დანამული,
მსურს ვიხილო ბედნიერი
ჩვენი მიწა და მამული.

სიზმრად ვნახე წუხელ ბანა,
ბანა - ძველი საქართველო,
ზურგში ჩასცა ბედმა დანა,
მინდა წყლული გავამრთელოთ.

დრო - დროს, დღე - დღეს, თვე - თვეს მისდევს,
აღარ ხარობს ბაღში ნუში,
თუმც მწამს: შეგვეწევა ქრისტე
მშობლიურის სიყვარულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები