ნაწარმოებები



ავტორი: კარი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2021


* * *

უკვე ბოლომდე დავხარე თავი
აღარ მიჭირავს საბრძოლო დროშა
მე სიცოცხლესთან დავდევი ზავი
და შევიყვარე, ქალწული ბოშა

უკვე ბოლომდე გამოვიწურე
და ერთადერთი, რაც გულს მიამებს
რომ წეღანდელი კი არ იცრუე
პლასტმასის არ ჰგავხარ, დამიანებს.

უკვე საკმაოდ ჩავეშვი, ვცხადყოფ.
არ მოგატყუოს ჩემმა ასაკმა
და თუკი შენით ვერაფერს მატყობ
მიცვალებულის ლანდმა გამ'სარკა.

უკვე ბოლომდე დავფლითე სული
ხორცი კი ძაღლებს მივეც საძიძგნად
აღარაფრით ვარ, გამორჩეული
გადაქცეული ვმყოფობ ნაძირლად

არსაიდან მოსულო ხმავ!
გიკრძალავ მოსვლას ახლოს..
თვალებახელილ მომაკვდავ ბრმას
რას ერჩი , რად უწყობ ამბოხს

არსაიდან მოსულო ხმავ!
გიკრძალავ! გაჩერდე ზღურბლთან
თუ მომსვლელი ხარ, გახედე ჭაობსსს
. გამოიკარი ჩახმახი შუბლთან

არსაით წასულო ზამთრის ნიავო
მოგისაკლისა ბუნებამ თითქოს
დაბადებული ხარ, რომ იარო
იარო, იფრინო
ეძებდე
სითბოს...!

და მე თუ ბოლომდე დავუშვი ფარი
თუ შევერიე უკუნეთ, სივრცეს
შენ არ გაუშვა არცსრთი წამი
სამამ ვცოცხლობ და
ჯერ კიდევ, გიმზერ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები