ნაწარმოებები



ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2021


ერთმანეთისთვის

სული ხავსდება თუ არ კვებავ სიკეთით, რწმენით,
თუ ოცნებები დავიწყების მორევს ეფლობა,
სიყვარული ხომ განურჩევლად ყველაფერს შველის,
ყოველდღე ვთხოვოთ ცოდვებისთვის უფალს შენდობა.
მომეცი ხელი ამ აღმართზე როდესაც ავალთ...
ასე კი უფრო ადვილია ნაბიჯებს ვდგამდეთ,
გადაყვლეფილი მუხლების კი არ შეგრცხვეს არა,
უერთმანეთოდ ვერ დავძლებდით გასაჭირს ამდენს…


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები