ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2021


ცაზე ღრუბლები გაფანტა ქარმა

ცაზე ღრუბლები გაფანტა ქარმა,
გამოჩნდა მზე და გაშალა სხივი,
პირველი კოცნა მაჩუქა ქალმა,
როცა ვაჩუქე მე გიშრის მძივი.
ისეთი ნაზი იყო ის კოცნა,
ვით ია ნორჩი გაზაფხულისა,
კიდევ რამდენ ხანს მომიწევს მოცდა?!
რომ ბინადარი გახდეს გულისა.
მას დალალები უფრიალებდა,
ვით იალქნები ქარში გემისა,
ლურჯი თვალებიც უპრიალებდა,
თვალს ვერა ვწყვეტდი მზერას მე მისას.
მაჯაზე მისი ვიგრძენი პულსი,
მეც გამალებით მიცემდა გული,
ზამთარ მოხდილი ყოჩივარდივით,
შემოიჭრა და აყვავდა სულში.
ვღელავდი ჯერაც ვერ მოვდიოდი,
მისი მზერისგან უთუოდ გონზე,
მისი შეხებით და ნაზი კოცნით,
აღარც მიკვირდა ყველაფრის ფონზე.
ახლა ნამდვილად შემესხა ფრთები,
მე სიყვარული  რადგან მეწვია,
ხელი ჩამკიდე დავლაშქროთ მთები,
ვიფრინოთ ცაში როგორც ბზეწვია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები