ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2021


ცოცხური

ნინო დარბაისელი

ცოცხური

(იუმორესკა)

კაცებო, კაცებო,  რაც მინდა დალიოთ,
დღემდე ნამალია, უცხო წამალია,
ზოგისთვის - ნელია, ზოგისთვის - მალია,
კაცებო, კაცებო,  თქვე დასატაცებო,
ეს არის პლაცებო!

ვიდრე შენაჩვევი ქალი გაფრინდება,
ვერ ხვდებით, რას ნიშნავს ზოგჯერ გარინდება,
რას ნიშნავს, უეცრად რომ გულმოდგინდება...
უცხო სიმშვიდეა, რაღაც ვერ დგინდება!

როდესაც ქარს მოჰყვა, მოვიდა შორიდან
კისერს უმშვენებდა უცხო ავგაროზი,
არ იყო გოროზი,
ბოზი,
ტარტაროზი,
წყვილფრთამოფარფატე იყო ანგელოზი.

ფრთები რომ მოტეხა თქვენმა უგონობამ,
თქვენთა სისუსტეთა ხილვა-გაგონებამ,
მორჩილად მოხვეტა ნამტვრევთა ამალა
და ამასობაში ერთი გადამალა!

ალქალი იყო და შეიქნა ნაცარი
და ჯოხი იშოვა, თავის დასაცავი,
თავჩამოსახრჩობიც -  დაგრიხა ბაწარი,
ერთიც - ფრთის ნარჩენი-
ეს არის რაც არის.

და თქვენ რომ გგონიათ, არის დედაბერი,
საცაა, გაგტაცებთ ქარი მონაბერი!
დამთავრდა, ფუჭია სიტყვათ სიმძაფრენი,
ცოცხს უკვე მოაჯდა წამსვლელი, გამფრენი.
ეყო, რაც იარა,
ეს - ცოცხი კი არა,
ჯოხს ბაწრით მობმული ის  ცალი ფრთა არის
იმ ქალის, მდუმარის.
შეხედეთ  ამ თოკით გამოკრულ ფალანგებს!
დღეიდან ცხოვრებას თავისას  განაგებს!

არათუ აფრითა,
ცალფრთა სიმძაფრითა,
აფრინდა,
აფრინდა
და ქალი გაფრინდაააა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები