ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2021


ნამოხვანს

არც საწყისია, არც სასრულია,
არის მორიგი დავა და ოხვრა,
ზოგს ისტორიის დაცვა სწყურია,
ზოგიც იძახის: - განა რა მოხდა?!

ყოფამ ვერაფრით მოგვსპო სრულიად,
თუმცა მრავალი ფესვი გამოხრა...
სამშობლოს ჩვენსას სულ სხვა სული აქვს,
რომლის წინაშეც ღირს ქედის მოხრა!

ეს მიწა ღვთისგან კურთხეულია,
ღვთისმშობელი ჰყავს ქართველს მეოხად...
დღეს ნამოხვანში ქვეყნის გულია
და ქართველობა იცავს ნამოხვანს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები