ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2021


ემისრული

ნინო დარბაისელი

ემისრული*

ემისარმა
ემისარზე
ემისრულად
იემისრა,
ათში ცხრა თუ
მტრის კაცია,
გამოუვა ასე ვის რა?

გულს დამასე  - შენი სარი,
მეც  დაგასე -  შენ ისარი,
შენ გგონია -  შენის არი,
მე მგონია - ჩემის არი,
არც შენ იცი, არც მე ვიცი,
ტყუილია ფიცი- მტკიცი,
რომ არ არის არავისი!
მტრის სურვილიც ხომ ეს არი,
შევასრულეთ იგი სრულად:
ემისრებმა ემისარი
გავიმეტეთ  ემისრულად.
ემისარი - ემისარზე:
“ემისრულად შემისრულა!”

ვა, სამშობლოვ, გულით მინდა,
საცოდაო, გითხრა ის, რო
საქართველო იყავი და
გახდი  სრული  საემისრო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები