ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2021


მზისა

/მზის სხივი არ საჭიროებს მოპოვებასა და ტრანსპორტირებას,
                                  იგი უწონო, უხმაურო, უვნებელია, ხოლო მისი უტილიზაცია არ წარმოქმნის პირდაპირ ნარჩენებს და არ
                                  არღვევს პლანეტის თბურ წონასწორობას /
                                                                                                                      ვიკიპედია



ხანდახან ხდება
ვითომ ნეტარი ამ ცხოვრებისა
სარწეველაში წამომჯდარი
ზიხარ და ფიქრობ
რომ უყვარხარ მზეს.
რომ ერთადერთია და  შეგხვდა შენ!
გავსებს  ენერგიის სრული ბუკეტით
გიცხელებს ბებერ ძვლებს.


გასცემს და ...
მხოლოდ  გასცემს
ტურბულენტობის ნაკადს.
ნაზამთრალს გიახლებს ცეცხლს.
ათბობს და  არ წვავს.

(ვისას ჰგონია, რომ წვავს,
ჩემს სარწეველაში მჯდარს
არც წყალი, არც ღვინო ან ცივი ლუდი
მხოლოდ სიყვარულის სწამს)




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები