ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2021


ჩემი ტრილემა

ნინო დარბაისელი

ჩემი ტრილემა

მე  მართლა ვიცი,
ლექსი  როგორ იწერება
და როცა ვიცი,
სტრიქონსაც ვერ ვწერ
და ამას მიაქვს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი
და  რაღა გზა მაქვს,
სხვათა ნაწერებს  ჩავკირკიტებ გაუთავებლად.

მერე მიდგება ფაზა,
როცა  მართლა  არ ვიცი,
ლექსი როგორ იწერება
და მიკვირს მათი, ვისაც წერა შეუძლია 
და ამას მიაქვს ჩემი ცხოვრების დანარჩენი
და რაღა გზა მაქვს,
სხვათა ნაწერებს ჩავკირკიტებ გაუთავებლად.

მერე ისევ მეწყება ფაზა,
როდესაც ვიცი, 
ლექსი როგორ იწერება,
ხოლო…
(შემდგომ - როგორც ტექსტშია)

მერე  მიდგება ფაზა,
როცა  ისევ  არ ვიცი,
ლექსი როგორ იწერება,
ხოლო…
(შემდგომ - როგორც ტექსტშია).

გაუთავებლად,
აი ასე,
გაუთავებლად!

მაგრამ  შუაში არის რაღაც  ფაზათშორისი, რომელიც მუდამ არ დამიდგება,
მაგრამ თუ დადგა, მაწერინებს,
მაგრამ იმწუთას  “იქ უნდა ვიყო”,
მაგრამ არ ვიცი,
იქ კი არა და
საერთოდაც თუ ვარსებულვარ.

მე ვიცი ერთი:
ვწერე,
ვწერ და მაშასადამე,
მე ვარსებობ.

მე ვარსებობ  დედამიწაზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები