ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 მარტი, 2009


ჩემი თვალით დანახული ნ. ჩერქეზიშვილი

არის პოეტი. სიცოცხლე უყვარს თავგანწირვისთვის. ყოველი სიტყვა, ყოველი ლექსი ალალი და გულიდან ამოსული, უანგაროდ გაცემული, რადგან ის (პოეტი) არაფერს არ ებრაუჭება, არც სიცოცხლეს...უბრალოდ ტკივილებს იტევს თავისას, სხვისას, დედამიწის და ცის ტკივილებსაც..."ცაო რამხელა ტკივილებს იტევ,
                                                                        მიწა მესიზმრა წუხელის ძილში"

"მოგძებნი მაინც მიწიდან ცამდე,
გულს გამოვიღებ, რომ მოგეფერო
სისხლს დავიწურავ ბოლო წვეთამდე.."-კითხულობ და ეჭვიც არ გეპარება, ბოლო, ბოლო წვეთამდე დაიწურავს სისხლს...

"სიშიშვლე მტკივა სხვისი,
ტკივილი მტკივა სხვისი...
სიკვდილი მომკლავს სხვისი...
ვარ კი ამისი ღირსი...                  -შენს თავმდაბლობას შემოევლოს მთელი დედამიწა პოეტო...სხვანაირი სიყვარული არ იცის

მან, იცის მხოლოდ სიყვარული თავგანწირვით, სხვას მე მგონი არც ქვია სიყვარული...  "გადმოგიღვრიდი მთელ სიცოცხლეს
                                                                                                                                              სიკვდილის სამყოფს..."
მისთვის ზღვარი აქაურსა და იქაურს შორის არ არსებობს და ისიც თავისუფლად გადად-გადმოდის: გადმოვდგები და მანდ სიკვდილშიც მოგეფერები". მიჰყვები მის ლექსებს და მთელ ცხოვრებას შემოივლი, მოხვდები ჭუჭყში, სიბინძურეში...
ხან სიყვარულში და სიხარულშიც, ოღონდ ტკივილდაღდასმულ სიყვარულში და სიხარულში... მერე მიხვალ გზის გასაყართან და ისე ადვილად გადადგამ ნაბიჯს ამ სამყაროდან იმ სამყაროში,  და თანაც ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს პირველად კი არ მოხვდი იქ, არამედ უკვე მერამდენეჯერ სტუმრობ იქაურობას... აი ესა ნიკა ჩერქეზიშვილის პოეზია...
ალბათ სიყვარულს შეუძლია ყველა საზღვრის გარღვევა და დარღვევაც, სწორედ ასეა, სიყვარულია მთავარი მის პოეზიაში...
მას ყველა უყვარს: ცოდვიანიც და უცოდველიც, მისი ლექსები ყველასია... ჩემია, ძალიან ჩემია, ამავე დროს ზოგადია,  უყვარს, მაგრამ ტკივილით უყვარს, აღფრთოვანების გარეშე, გააზრებულად, ნაღდად...
შიშველია მისი სიყვარული დედის სატრფოს, მეგობრის, უბრალოდ ადამიანის მიმართ... შიშველია მისი სული და არცერთ საზოგადოებაში არ გრძნობს უხერხულობას... სწორედ სიშიშვლით და გამბედაობით არის ლამაზი... ამ სილამაზეს კი ჭკნობა ვერ ეხება, ეს ტატოსეული სილამაზეა სულის...
მთავარი სიტყვაა,- ეს იცის პოეტმა. ლექსში როცა სიტყვა არის მართალი და გულიდან მომავალი, ასეთი ლექსი არასოდეს კარგავს ხიბლს...მარტო პოეზიაში კი არა  ურთიერთობაშიც და  საერთოდ ყველაფერში, მთავარი ალბათ სიტყვაა მართალი... ლექსში დედამიწა დღეს ჩემი სახეა-აღსარებაა, ასშარაზე გამოტანაა ბინძური სულის...აქ რომ არ იყოს ავტორი გულრფელი, მაშინ ეს მხოლოდ სიტყვების რახარუხი იქნებოდა:                      "ხოდა დავდივარ ასე ბინძური,
                                                                                                        ვათრევ სულს ძვლებში უშნოდ გამოჩრილს
                                                                                                          თუ სადმე ვნახე შენი მიწური,
                                                                                                        ღმერთო შემინდე, ყელს ნუ გამომჭრი...
ღვთის სუნთქვა ყველა ლექსში ისმის: იქ სადაც ავტორი ახსენებს უფალს და იქაც სადაც ავტორი არ წერს უფალზე... ყველგან, სტრიქონებს შორის დაჰქრის რაღაც მსუბუქი და ღვთიური სიო...უყვარს იესო, მთელი გულით, გონებით
ენდობა ბოლომდე და მიდის მისკენ ხელებგაწვდილი: "ტალღებზე მიცდიდა ღმერთი,
                                                                                          ვერ გადავედი წყალზე ნავიდან."
პოეტის სული სავსეა ღვთის მადლით: "ვყვირი იესო და ვატარებ ხელში აყვანილს..."
ცხოცრება სავსეა  ჭუჭყით: "სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
                                            სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
                                            ქარმა ფოთლებივით აურ-დაურია
                                            ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები."
გზას , ხსნას მხოლოდ იესოში ხედავს: " დედამიწიდან წამოვალ მალე
                                                                და შენთან ერთად კვლავ დავბრუნდები."
მთელი გულით მინდობილი მიმართავს იესოს: "ნებისაებრ შენისა მწყემსე
                                                                              და დამამკვიდრე წიაღსა შენსა"
  ნიკა ჩერქეზიშვილი არ არის მეამბოხე, ბობოქარი პოეტი, არამედ მან ბრძნულად განჭვრიტა და იცის, რომ ადამიანის ფაცა-ფუცი და ახალი გზების ძიება ამაოა და ხელოვნური... ნამდვილი უკვე დიდი ხანია აღმოჩენილია, მას მხოლოდ დანახვა უნდა... ის ხედავს... ხელითაც ეხება და ჩვენთვისაც ხელშესახებს ხდის ...
როგორც ვთქვი უფალს ენდობა და ისე გულწრფელად, გადამდებია ეს ნდობა...მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ პოეტი მორჩილია თავისი ბედის, არა და არა..." თუ ფიქრობთ მაქციოთ მონად
                                                                  და თქვენს ნათქვამზე ავწიო ხელი,
                                                                  შეშლილებს ჩვენი გვარტყია ზონა...
ამ ზონაში კი ვინც ეცდება უხეშად შესვლას, მზად არის ზედ შეასკდეს, იცავს თავის მრწამსს, თავის აზრს, იცავს კბილებით,
სისხლით, ხორცით, სიცოცხლით იცავს : "გზა მაქვს ჩახერგილი, ბედს არ შევრიგდები..."
ეს არის პოეტი მართალი, შიშველი... მზად არის მხოლოდ ერთ სიტყვაში, ნამდვილ სიტყვაში გაცვალოს სიცოცხლე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები