ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2009


დედას

გიკვირს ხანდახან, 
რომ ვიშურებ სიტყვებს ლამაზებს,
არ მინდა შიში დამინახო...
როცა ვუხეშობ,
სიკვდილის არა,
მეშინია ფიქრის ამაზე,
შევძლებ თუ ვერა,
გარდაცვლილმა რომ განუგეშო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები