ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2021


გოდება

ნინო დარბაისელი

გოდება

გამღერებთ სხვისი დაკრული,
გაცეკვებთ სხვისი დაკრული,
თვალები - ლიბრგადაკრული…
დღე დგას წყვდიადი და კრული,
გამტრობთ სხვისივე დაკრული
მელოდია თუ მელოსი…

ჯებირის მხარე ორია,
ვინ არის ან როგორია?!
ორივე მხარეს - ერია,
თავგზა რომ მთლად აერია,
ძმას ებრძვის, თითქოს მტერია,
ნეტავი, რა  დიდგორია?
ყველანი  - შვილნი არიან
ბედკრული საქართველოსი!

პ.ს.

მტერმა რა კარგად შეიტყო
გონითა მეცნიერითა! -
ვერ დამარცხდება ეს ერი
ჭერითა - უქონელითა,
ჭურითა - ცარიელითა,
ჭირითა მით ძლიერითა.
განსაცდელითა ძნელითა
ვისგან  რა ძლევას ელითა!
ჭორითა - ყოვლისმთქმელითა
იმართვის ბრბო თუ ელიტა.
თუ იჩაგრება ქართველი,
თუ  იღუპება ქართველი,
თუ ნადგურდება ქართველი,
თუ გადარჩება ქართველი,
ისევ  - ქართველის ხელითა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები