ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2021


ლოცვა ფულისთვის

ნინო დარბაისელი

ლოცვა ფულისთვის
(ეტიუდებიდან)

ქვას ფეხი წავკარ, გამოვდექ ბეცი
და სიბნელეში ბევრჯერ დავეცი,
ლუკმა დამჭირდა მოყვასისათვის,
და არ მებადა ერთი ნამცეცი.
მოვკითხო ვის - რა, შევჩივლო სად - ვის?
შენ, თავო ჩემო, მთლად დაღუპულო,
ძნელი ყოფილა ყოფნა უფულო,
არ დავანახვე ცრემლი არავის,
მაგრამ კი, მშურდა სავსე საფულე
გარეწარის და მძარცველ-მპარავის.
ხალხს სიღარიბის მოედო ქეცი.
შველას ვინც ითხოვს, დაიცა ჯერო!
ამ უფულობით ისე მტანჯე, რომ
აღარც არა - ვის,  აღარც არა- რის
არ მაქვს იმედი, გამოვდექ მხეცი.
ანგელოზიდან - მხეცად ვიქეცი!

სხვას - არას, ერთს გთხოვ მილიონჯერო,
გინდა მიწოდე უწეს-უჯერო,
უფალო, ბევრი ფული მომეცი,
არამი იყოს, გინდაც ალალი,
რომ დავიჯერო, სხვაც დავაჯერო,
ბედნიერება - ფულში არ არის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები