ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 ივლისი, 2021


ვით მამალი სხვის მამალსა

ნინო დარბაისელი სტრონი

,,ვით მამალი სხვის მამალსა”

ძვირფასებო!
ეს დღეებია,  ვეცნობი გულისშემძრავ ამბებს ოკეანის გაღმიდან  და მექმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში დენთის სუნი ტრიალებს, თუ სიტუაცია დაუყოვნებლივ არ განიმუხტა, სამოქალაქო ომამდე ერთი ნაბიჯია.
“ვით მამალი სხვის მამალსა”… -
და მტერსაც ეს უნდა!
  მივმართავ ყველა მხარეს:
თუ ხვდებით, დიდად რომ არ განსხვავდებით თქვენი აგრესიულობით იმათგან, ვისაც აგრესიულობის გამო ეაგრესიულებით?
თუ გრძნობთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას იმ საშინელების გამო, რაც მოხდა,  თუ სულ სხვების ბრალი გგონიათ ან არც გგონიათ,  მაგრამ სხვები გინდათ დააჯეროთ?
  ათი ცხვრისა და ერთიც მგლისაო, ნათქვამია.
  საუკუნეთა, ათასწლეულთა მანძილზე ერის მენტალობა ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ ის, რასაც თქვენ ემხრობით და პრაქტიკაში დანერგვას  ცდილობთ, ქრისტიანული სარწმუნოების კვალად,  მიიჩნეოდა და მიიჩნევა ერთმნიშვნელოვან ცოდვად.
ასე მოდიოდა მამა-პაპათაგან დღემდე.
ამ ადამიანებსაც ასე სწამდათ და სწამთ.
მათგან განსხვავებით, ადამიანების სხვა,  მცირე ჯგუფმა ძირითადად,  მიიღო განათლება დასავლურ უცხოეთში, მიიღო დაფინანსება სხვადასხვა პროექტებით იმ ღირებულების დასანერგად, რომელსაც ქართული მენტალობა არ შეიწყნარებდა ბოლო დრომდე, მაგრამ უფრო აიგნორებდა, ვიდრე ებრძოდა (ყოველ შემთხვევაში,  მე არ მინახავს, თუ როგორი იყო სხვადასხვა  სექსუალური უმცირესობისადმი  ადგილობრივთა აგრესიის სტატისტიკა ადრე და როგორია მას შემდეგ, რაც დაიწყო  უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ  მათი უფლებების ,,დასაცავად”, დანარჩენებისადმი აგრესიული  რიტორიკის ინტენსიურად გამოიყენება,  სხვადასხვა საჯარო ღონისძიებების გამართვა.
  ვინმე მიპასუხებს? - მათი მუშაობის შედეგად,  გახდა თუ არა საქართველოს ხალხი,  საზოგადოება უფრო ტოლერანტული ან უფრო აგრესიული სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ. როგორია კრიმინალური სტატისტიკა? ზოგადი სტატისტიკა?  ეს ვინმემ შეისწავლა? ახსნა?)

ერთი რამ ბევრს ეშლება და გარკვევით მინდა ვთქვა:

სექსუალური განსხვავებულობა კი არაა დასავლური ღირებულება, არამედ ასეთ ადამიანთა მიმართ შემწყნარებლური, ტოლერანტული დამოკიდებულება.
ეს დამოკიდებულება კი იმ  აგრესიული, ტლანქი  მეთოდიკით, პატივცემული არასამთავრობონი რომ მიმართავენ,  მოუმზადებლობის ან ნახევრადმომზადებულობის გამო, არაფრით მიიღწევა….
თუ ჩემი არ გჯერათ , შედეგი , ფაქტი გაქვთ სახეზე!
  …ხოლო ვინც ასეთ ადამიანებს, ადვილად მოწყვლად სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებს, როგორც ბრმა იარაღს, საკუთარი ანგარებისთვის იყენებს,  ფარად იფარებს,  ისიც მოძალადეა, ოღონდ
ფარსუკან შეყუჟული და იქნებ ქვეყნისთვის უფრო საშიშიც.
    მე მიყვარს საქართველო, მე მინდა მასში ევროპული, დასავლური ღირებულებები სწორად ვიხილო დანერგილი და არა ისე გაუკუღმართებულად, როგორც დღეს ცდილობენ ამას.
ნებისმიერი პირი, რომელიც ხელყოფს ვინმეს ჯანმრთელობას და კანონიერ უფლებებს, ცხადია,
კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები