ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2021


ისევ ეპიგონთა გამო


ნინო დარბაისელი
დილაუზმოს ფიქრებიდან

ისევ ეპიგონთა გამო

    მართლა ვერ ვხვდები, რა მუღამია, მთელი ცხოვრება წერდე, ვინმეს  უიმედო ეპიგონი იყო, საკუთარი, ინდივიდუალური, თუნდაც  აპრობირებული ესთეტიკური კრიტერიებით ნაკლებ ღირებული  - არაფერი გაგაჩნდეს და მაინც წერდე, წერდე…
და არა მარტო წერდე, ცდილობდე, რომ თავიც დაიჯერო და გარემოსაც უმტკიცო, სხვები უნიჭოები არიან და მე - ნიჭიერიო,
ამისთვის სხვებისადმი საჯაროდ ცუდ სიტყვებსაც არ ინანებდე.
ვიდრე შემახსენებდეთ, მე თვითონ ვიტყვი, რომ ვიცი, ნიჭიერება - ზემოდან გვეძლევა და ჩვენზე სულ არ არის დამოკიდებული მისი ქონა.
ამას გაგებით ვეკიდები!
ერთია გაუგებარი,  - ეს  გაუვალი უნიჭობა სიბრმავესთან, სხვისი ნიჭისა და წარმატების დაუნახაობა-აუღიარებლობასთან რატომ-ღა არის  მუდმივად დაწყვილებული
და პირიქით, ოდნავ ნიჭიერი ადამიანიც კი სხვების ნიჭიერებას რატომ გრძნობს და აღიარებს?
    ადამიანები ვართ ყველანი და ყოფითად  - ყველა პოეტთან როგორ მექნება კარგი  ურთიერთობა!
ზოგი მიყვარს პიროვნულად და ზოგი - არა, ზოგს ვუყვარვარ და ზოგსაც - არა,  ზოგი, წარმოიდგინეთ და,  მტრადაც მომკიდებია, მეც კარგი მტრობა შემიძლია, რომ არ მეზარებოდეს  ენერგიის მაგაზე ხარჯვა და სხვა, უკეთესი რამეები, ბევრად უფრო საამო და სასარგებლო არ მქონდეს საკეთებელი, მაგრამ  ყველაფერ ამას პოეზიასთან რა ხელი აქვს!
ამის გამო, ვისიც გინდა იყოს, მოსაწონი ლექსი არ მოვიწონო და დასაწუნი არ დავიწუნო?
  შეფასებაში შეუმცდარი არავინაა.
    მე შეცდომაზე კი არა, პრინციპზე ვლაპარაკობ, თორემ სადაც ბორის პასტერნაკს თავის თარგმნილ ქართული პოეზიის ანთოლოგიაში გალაკტიონი საერთოდ არ შეუტანია, ვინ რაღაზე რა უნდა თქვას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები