ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2021


დამანებე თავი!

ნინო დარბაისელი

დამანებე თავი

ვეხარბები შენზე ინფორმაციებს,
შენზე ფიქრში მაცხელებს და მაციებს,
ვინც გიშველის,
დღენიადაგ მათ ველი…
თაფლის გობში ჩემი ნაღვლის წვეთი ხარ,
ჭირად მჭირხარ,  მტყუანი  თუ
მართალი,
ჭირად მჭირხარ  მართული თუ მმართველი…
შენ - ასეთი, მარად უმართავი!
ვინ გამიჯნოს ჩაგრული და მჩაგვრელი,
ვინ გამიჯნოს ძარცვული და მძარცველი!
სიტყვის სეტყვას დაუფარავს ქართ ველი,
ხმლის მაგიერ ყველა ენას იქნევს.
დამხსენ ამდენ “ვაითუს” და “იქნებს”!
დაეხსენი ჩემს არეულ სიზმრებს და
დაეხსენი ჩემს არეულ ფიქრებს,
შენთვის იყავ, ცოდვილი თუ წმინდა!
მომავალი - სუმთლად დაიბინდა,
არაფერი უკვე აღარ მინდა,
საქართველოვ, დამანებე თავი,
დარდი ხარ და არა - ფიქრთგასართველი,
აღარ მინდა, აღარა ვარ ქართველი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები