ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2009


მარტის აურა

გაგაზაფხულდა ზამთრის ბადეში,
ჩემ გვერდით, ყვითელ მტვრიან მიმოზებს
შენი თითების აქვთ ანაბეჭდი,
როგორც კლავიშებს პიანინოზე.

ისე მძაფრია მარტის აურა,
სულის ნაპრალებს მიფორიაქებს,
შიშველი ქუჩის სავსე ნატურა
ნიავით მიაქვთ სითბოს იალქნებს.

მზე იჭყიტება ღრუბლის კიდიდან,
სხივს უპაჭუნებს ხის წვერზე ჩიტებს,
ეს სიყვარული ისე დიდია,
ჩვენ როგორ შევძლებთ... სივრცე ვერ იტევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები