 | ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 15 აგვისტო, 2021 |
მე შენთან აღარ მოვალ, არ ავიწევი ცერზე, არმოვალე ვარ ვლევდე დროს, სიარულში წრეზე. გულს აღარ გაგიტოკებ, არცერთი ამოსუნთქვით, გულდაწყვეტილი გტოვებ, უენო, უხმო, უტყვი. „მადლობით“ ვერ გაგწვდები, ვეღარ ვეყოფი „ბოდიშს“ ვგრძნობ, განა მარტო ვხვდები, სხვა საუკუნე მოდის. დროს არ ვგულისხმობ, არა, უკუნს ვახსენებ მხოლოდ, დასანანია, მაგრამ ასეთი დადგა ბოლო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|