ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2021


ბათუს სახელით

დღეს ბათუ დანელიას დაბადების დღეა.
“ აგორაზე” ვზეიმობთ.

მე  - ეს ჩემი ადრინდელი პოსტი ვიპოვე მისალოცად .
აქაც ვულოცავ!

ბათუ,  ეს რაღაც ფეისმა შემახსენა, სულ ცოტა, სამი წლის წინანდელი უნდა იყოს. არ ვიცი, მაშინ თუ დავამუშავე და დავდე, რანაირი იყო. ყოველი შემთხვევისთვის ვდებ. Batu Danelia

ნინო დარბაისელი

ბათუს სახელით

    (ბათუ დანელიას, რომელმაც მთხოვა, მანდ ირემს ჩემი სახელით მოეფერეო)

ირემო, ყელმოღერებულო,
ნათიბში  ნდობით მოწოლილო,
დობილო, ჩემზე მონდობილო,
ბათუს სახელით გეფერები.

აქ მო, მე მომადე  თბილი, სახე,
სხეული - მკვრივი,  მოცახცახე,
არ შეკრთი, უცებ რომ დამინახე?
ბათუს სახელით გეფერები.

მშვიდად რად მომანდე შენი  ფერდი
ან ასე რატომ  გამიჩერდი?
შვილებს ააფარე ალბათ მკერდი.
ბათუს სახელით გეფერები!

იქნებ დაგედევნა რამე მხეცი,
მხეცს ჩემთან თუ გამოექეცი,
არ გავნებ, სწორად მოიქეცი…
ბათუს სახელით გეფერები!

ყვავილები გვირგვინებს ელევიან,
თავზე კი პეპლები ევლებიან,
აქედან ტყისპირამდე - ველებია.
ბათუს სახელით გეფერები!

ბალახებს შენი სუნი თავბრუს ახვევს,
იქნებ ხიფათს რასმე შეეჩეხე,
სირბილში  ფეხი მოიტეხე?
ბათუს სახელით გეფერები!

ირგვლივ -  სულ ხორბალია ანდა ქერი,
წყლიანი თვალებით შემომცქერი,
მიფრთხი და თან მორჩილად შემომცქერი,
ვიცი, რად გარბიან შენფერები.
ხომ ხედავ, მხოლოდ გეფერები,
ბათუს სახელით გეფერები,
გეფერები!



ბათუ,  ეს რაღაც ფეისმა შემახსენა, სულ ცოტა, სამი წლის წინანდელი უნდა იყოს. არ ვიცი, მაშინ თუ დავამუშავე და დავდე, რანაირი იყო. ყოველი შემთხვევისთვის ვდებ. Batu Danelia

ნინო დარბაისელი

ბათუს სახელით

    (ბათუ დანელიას, რომელმაც მთხოვა, მანდ ირემს ჩემი სახელით მოეფერეო)

ირემო, ყელმოღერებულო,
ნათიბში  ნდობით მოწოლილო,
დობილო, ჩემზე მონდობილო,
ბათუს სახელით გეფერები.

აქ მო, მე მომადე  თბილი, სახე,
სხეული - მკვრივი,  მოცახცახე,
არ შეკრთი, უცებ რომ დამინახე?
ბათუს სახელით გეფერები.

მშვიდად რად მომანდე შენი  ფერდი
ან ასე რატომ  გამიჩერდი?
შვილებს ააფარე ალბათ მკერდი.
ბათუს სახელით გეფერები!

იქნებ დაგედევნა რამე მხეცი,
მხეცს ჩემთან თუ გამოექეცი,
არ გავნებ, სწორად მოიქეცი…
ბათუს სახელით გეფერები!

ყვავილები გვირგვინებს ელევიან,
თავზე კი პეპლები ევლებიან,
აქედან ტყისპირამდე - ველებია.
ბათუს სახელით გეფერები!

ბალახებს შენი სუნი თავბრუს ახვევს,
იქნებ ხიფათს რასმე შეეჩეხე,
სირბილში  ფეხი მოიტეხე?
ბათუს სახელით გეფერები!

ირგვლივ -  სულ ხორბალია ანდა ქერი,
წყლიანი თვალებით შემომცქერი,
მიფრთხი და თან მორჩილად შემომცქერი,
ვიცი, რად გარბიან შენფერები.
ხომ ხედავ, მხოლოდ გეფერები,
ბათუს სახელით გეფერები,
გეფერები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები