ნაწარმოებები



ავტორი: ხურსი
ჟანრი: პროზა
22 აგვისტო, 2021


ფინიკის სურა II

მზის წნული

ცოტა უცნაური, ალბათ ბავშვური და რიტორიკული შეკითხვით უნდა დავიწყო, ოდესმე მზე თუ გქონიათ თავში ჩადგმული და ტვინიან ფიქრებიანად თუ ამოუბუგავხართ რომელიმე? ასეთი შეგრძნება და წარმოდგენა მხოლოდ ატომური ბომბის აფეთქების სიმულაციას მაგონებს, რამდენიმე ტონიანი ქობინა რომ პირდაპირ უკანა ტანში გაგარჭონ და აგიფეთქონ. დაახლოვებით ასეთი შეგრძნება გექნებოდათ თუ 10 საათზე მეტი ხნით მგზავრობის შემდეგ, შენ და კიდევ რამდენიმე შენს თანამემამულეს, ისიც დაქსაქსულებს, სტუდენტურ საცხოვრებლისკენ ვინმე უცნაური, ინგლისურ ენაზე საშინელი, თუმცა ჩვეული ინდური აქცენტით მოსაუბრე, მუდამ ღიმილიანი ტიპი, ჩვეულებრივი ტაქსისტი, სტანდარტული ულვაშებით, აეროპორტში 50 გრადუსში დაგხვდებოდათ, კაცზე თითო ბოთლი წყლით და აღმოაჩენდით, რომ ეს არაფრით გამორჩეული საჭის ჭია საქართველოს საელჩოში მუშაობს, მეც გამეღიმებოდა, მაგრამ იმ გაუსაძლის სიცხეში, სადაც გაჭედილები ვიყავით არანაირი იუმორი არ კვეთდა უძრავ ჰაერს, საერთოდ ის ფაქტი ყველამ მოგვიანებით გავაანალიზეთ, რომ კაცი შვილი არ გვყავდა პატრონი უცხო ქვეყანაში, თან როგორ ქვეყანაში, რომ არავის იმედი არ უნდა გვქონოდა, რომ შეიძლებოდა ვინმეს ღორივით დაეკალი და თავს არავინ მოიფხანდა, ან რა დაკავებულები კი მყავდნენ ასეთ სიცხეში კონდიციონერის ქვეშ გამოჭიმული მუქთახორა ქართველები, ამ საცოდავ ინდოელს რომ გვიგზავნიდნენ, სახეზე რომ ოფლი ღვარად მოდიოდა და შიგადაშიდ ჩვენი ცივი წყლებისკენ თვალს რომ აპარებდა. გოგონებს ეგრევე მოგვაცილეს, თუმცა გზაში რომ ცოტა მომეშვა, რა შეიძლება მოხდეს ისეთი, სრულიად გაუგნებელ ქვეყანაში პირველი ხუთი წუთის შემდეგ, რაც ფეხი შედგი მის საზღვრებში? რა თქმა უნდა ავარია, და რაღა თქმა უნდა ქალები საჭესთან. კიდევ კარგი ფემინისტები და კიდევ სხვა მსგავსი ხასიათის ისტები, რომლებიც შეგნებულად უარყოფენ და არ აღიარებენ ძირითად ღირებულებებს  და შესაბამის ფილოსოფიას, ასეთ ნაწერებს არ კითხულობენ, უცნობი, ნიჭიერი და გემოვნებიანი ავტორები მაგათ არ ევასებათ, ის თავიანთი გონებაჩლუნგები ურჩევნიათ და ვერ წაიკითხავენ რა დავწერე, მადლობა ღმერთს, თორემ პოპულარობა არ ამცდებოდა, არც ტელეშოუები მომაკლდებოდა, ძველბიჭურად რამე მოძველებულ გარითმულ ლექსს მოვაგდებდი, დამსწრე ქალბატონებს დავასველებდი, მერე რამე უწმაწურს ვიტყოდი ჩაწერაზე, ან პირდაპირ ეთერში, ან მოდი ვთქვათ რა, ვინმეს ვაგინებდი, მაინც ყოველი მეორე საგინებელია ჩვენში და დაიდღლიზავდა თავს ჩემი რეიტინგის ნიშნული, ამეკიდებოდნენ 18 წლიდან ან უფრო უმცროსები, ასე 25 წლამდე ქორფა ნაშები, გააზიარებდნენ ჩემს ვიდეო ჩანაწერს, სენტიმენტალურ აზრებს დააფრქვევდნენ, 40 წელს მიღწეულები და უფროსები მლანძღავნენ, სხვადასხვა ქართულში გავრცელებული დამამცირებელი გამოთქმებით, ვეტერანები იტყოდნენ, ამისთვის ვწირავდით თავს ეს დედანაღმზეაფეთქებული რომ ასეთებს ვისმენდეთ ჩვენი დაჭმუჭნული ყურებითო და მერე გააგრძელებდნენ თავიანთ მოხუცურ საქმეებს, პარკებში იბუნჩულებდნენ და შვილიშვილებს გულში ჩაიკრავდნენ, ენჯეოშნიკები შეიძლება ბლოუჯობზეც დამეთანხმებინა, რასაც ჩემი გაფუჭება, თავში ავარდნა, გემოვნების დაქვეითება, უაზრო წიგნების წერა მოჰყვებოდა და იმის ნაცვლად რომ ისტორიაში დავრჩენილიყავი, ასე 10 ან უკეთეს შემთხვევაში 15 წელიწადში არავის ვემახსოვრებოდი, ჩემს ნაწერებს კი ტუალეტში დადებდნენ და კუჭის დაცარიელების მერე უკანალში ამოისმევდნენ. ამ ქალების ჩხუბით ჩვენი ბირიანის მოყვარული ინდუსი მაგრად გაერთო, შეანელა და ფანჯარაც ჩამოუწია, ისეთი ხვატი შემოვარდა მეგონა მომენტალურად 3 თვის რუჯი მივიღე, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ვაცნობიერებდი, გადაღლილობისგან მხოლოდ გათიშვა მინდოდა, მხოლოდ იმის იმედი მომეცა, რომ აქაც ისეთივე დებილი პატრონები ჰყავთ კარგ მანქანებს, როგორც ჩვენთან, აქაც წივილ- კივილია ავარიებზე, როგორც ჩვენთან, აქაც წეწავენ ქალები ერთმანეთს, მამაკაცები აშველებენ, ან კაიფობენ სანახაობით, ზოგი უსიგნალებს და ამკობს ქათინაურით, ზოგს კი მაგრად კიდია გზაზე რაც ხდება და თავის საქმეს მიუყვება, ყველაფერი ერთი შეხედვით ცივილურ სამყაროს ჰგავდა, ოღონდ კისერში ამოსული გავარვარებული მზით, ზოგადად როცა ახალ სამყაროში ვაბიჯებ, პირველ რიგში პრობლემას ვეძებ, როცა პრობლემები ქრებიან, კომფორტი ჩნდება, ხშირად კომფორტი ფული ღირს, თუმცა ეს ის შემთხვევა არ იყო, ასე რომ პირველი მიზანი, მზის ციდან მოხსნა გახდა, ყოვლისშემძლე არავის ვეგონო, მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. ეს ყველაფერი დაახლოვებით 6 თვის მერე დავუმუღამე ჩემს თავს, სხვანაირად უეჭველად მოვკვდებოდი უჰაერობით, ან მანქანაში მშრალი, ცივი ჰაერით, ფრეონის დიდო წყალობაო, პატარაობიდან მეჯავრება სახეში რომ ცივი ჰაერი მირტყამს, ჩემს ისედაც სუსტ ჯანმრთელობას არასდროს უხდებოდა სიცივე და ისეთ ადგილას მოვხვდი, სადაც კონდიციონერის გარეშე აქლემიც ვერ ძლებდა. გზა უსაშველოდ გაიწელა, როცა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, თვალის გახელა აღარ შემეძლო, სანამ ავტომობილიდან საცხოვრებლამდე მივაღწიე კიდევ ამოვიბუგე, შევედი თუ არა საცხოვრებლის შენობაში მომეშვა და თვალები ავახილე, კარგი რომ ვერაფერი დავინახე და ნებისმიერი პოსტ- საბჭოთა დანგრეული პანსიონატიც კი უკედეს ვიდზე იდგა, მიხვდი რომ უკვე მეორე პრობლემაც მქონდა, რომლის გადაჭრის გზას ვერ ვიპოვიდით, კედელს მივეყრდენი და ჩემოდანი მივაგდე, სანამ ასე მიმეძინებოდა სასწაულებრივად გაგვიმართლა და ოთახი მოგვანიჭეს, ასეთ ოპერატიულობას არ ველოდი, მითუმეტეს არაბებისგან არ უნდა ელოდოთ მსგავს რაიმეს, აგვიყვანეს მაღლა სართულზე, სადაც ჩვენს გარდა, მხოლოდ აფრიკელები და ინდონეზიელები ცხოვრობდნენ, მაშინ როცა დაბლა სართულები სულ ევროპელებს გადაევსოთ, ოთახი კი, სიტყვა ოთახი ამ შემთხვევაში ჰიპერბოლაა, მტვრით სავსე, დახეული ხალიჩით, მარილიანი ზღვის სუნით, ძველი კონდიციონერით, რომელიც ზამთარში გათბობდა, ხოლო ასეთ ხვატში გაგრილებდა საეჭვოდ მიმაგრებული ჩანდა ზედ კარის თავზე, სამწუხაროდ აქვე იყოს ჩასაფრებული კიდევ რაღაც გაუგებარი სიმყრალე, რომელიც ამ იდილიას მთლიანად ამსხვრევდა. ადგილების არჩევაზე დიდი დრო არ დაგვჭირვებია, ჩემთვის და ჩემი თანამეოთახისთვის მთავარი მხოლოდ გამოძინება იყო. საწოლების გაშლა და ძილი ერთი მეორეს დიდად დროში არ ასცდენია. აღმოჩნდა რომ თითქმის 36 საათი გვეძინა, ახლად გამოღვიძებულს კრგად ვერ გამერკვია სად ვიყავი, ან რატომ, არ ჭამა მინდოდა, არც წყალი, მიუხედავად ყელში ამოხეთქილი ლავისა, მხოლოდ ძილი და კიდევ ძილი, თუმცა ბედნიერება რომ დიდხანს არ გრძელდება არახალია. კარზე მორიდებული კაკუნი გაისმა, ვიფიქრე მომეჩვენა, კიდევ კაკუნი, კიდევ მოჩვენებები, მერე გემრიელი ბრახუნი მოჰყვა ამდენ მცდელობას და მიხვდი, არ მოგვეშვებოდნენ, კარი გამოვაღე, წინ წმინდა წყლის არაბი მიდგას და ისედაც სწრაფად მოსაუბრეები, ისეთი სიჩქარით ისვრის სიტყვებს რომ ნახევარზე მეტი ვერ გავიგე, ვითომ აქ სასწავლებლად კი არა, მასწავლებლად ჩამოვსულიყავი, ხელი ავუქნიე, მოიცა, ცოტა ნელა მეთქი, პროფესორები კათედრაზე სხედან, სტუდენტები კი აქ ვართ ქათმებივით საცოდავად, მაგდენი არაბული რომ მესმოდეს აქ რა ჯანდაბა მინდა მეთქი, ცოტა განაწყენებულის სახე მიიღო, მაგრამ დიდად არ მინაღვლია, დაბლა ჩამოდითო, მოკლედ მომიჭრა, გიორგიმ თვალი გაახილა, აქამდე ჩემს ეგოს ვკვებავდი და სხვა ქართველს სპეციალურად არ ვახსენებდი, თან გიორგის გაუსწორდება, რომ სიუჟეტში თვალის გახელით შემოვარდა, კი მძინარე სახით, მაგრამ მაინც შემოიტანა განცდა, ადე, სადღაც გვიბარებენ მეთქი, ავიღეთ პასპორტები და ნახევრად მძინარენი ჩავლასლასდით ქვემოთ. კარგი მსუქანი არაბი დაგვხვდა ჩვენი საცხოვრებელი განყოფილების უფროსად, მოცინარი, ბულკი შაქრიანი, დაგვაქსეროქსა, არაბულში გაგვტესტა, გიორგის ცოტა ნაკლებ ესმოდა, ამიტომ  მე ვითავე იმის ქართულად თარგმნა რისი მეოთხედიც გავიგე, მთავარია რაღაც კვების ტალონები დავითრიეთ, ზოგად წესებს გავეცანით და ოფიციალურად გავტარდით დავთარში, საბუთებზე, რომელშიც ვერ ერთი სიტყვა ვერ ვიცანით ხელიც მოგვაწერინეს და ბედნიერები დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ჭამის თავი არც ერთ არ გვქონდა, თუ რამე სადმე წყალი ჟონავდა ყველა დავლიეთ და ისევ წყლის ბოთლებით შეიარაღებულნი ოთახში დავბრუნდით, ჩვენი, ყველას საყვარელი საქმიანობის გასაგრძელებლად, მეორე დილით კი აქაური ამბებისა და ადგილების გამოძიება დავიწყეთ, რაც არც ისე უინტერესო საქმე ჩანდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები