ნაწარმოებები



ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 აგვისტო, 2021


"ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან"

ანუ,რა აერთიანებს პოზიცია-ოპოზიციას?
მტერი  როცა  თავდასხმას,  ჩაიფიქრებს    ყველა ,მოსალოდნელი    ვერსიისთვის  მზად აქვს გაგრძელება...
ასე მოხდა ე.წ. 'პრაიდის კვირეულის" დროს.
რიონის ხეობის გაყიდვის წინააღმდეგ აღელვებულ საქართველოს, აუცილებლად სჭირდებოდა "გადართვა".                                                                             
ე.წ. ანტილიბერასტული ძალები (საკითხავია, ვისი დავალებით) ხმამაღლა მოუწოდებდნენ :"აბა, ჰე, ვარლამ გელოდებითო."აქვე, ჩავურთავ: ხრესილში ოსმალების წინააღმდეგ  გააფთრებული ომის დროს, სოლომონ მეფეს, ან ბერი წულუკიძეს,ან- პაპუნა წერეთელს სხვა ომში გაიწვევდნენ?, ან გამოცდებს მოუწყობდნენ? ასე, ჩასაფრებულად მოექცეოდნენ,?
მოკლედ, პრაიდის კვირეულზე, თუ გოლეთიანი არ ჩამოვიდოდა,ის გამოცხადდებოდა ლიბერასტული ძალების მხარედ.(რის გავრცელებასაც, დიდი ხანია ცდილობენ)
  თუ  ჩამოვიდოდა, დაგეგმილი ძალადობებისა და დანაშაულობების ფონზე, გამოაცხადებდნენ როგორც მონსტრს, მოძალადეს და როგორც უყვართ ხოლმე , გამოთქმა "ჰომოფობს". 
  რიონის ხეობისთვის თავგანწირულმა და გონივრულმა ბრძოლამ  ჩიხში შეიყვანა მისი გაყიდვის მოსურნეები.
როგორც.მარადიული პოლტ.პატიმარი (სამი რეჟიმის ტყვე) ირაკლი დოკვაძე  თანადგომის წერილში  მიმართავს ვარლამ გოლეთიანს: "პოზიციამ და ოპოზიციამ გასაოცარი ერთსულოვნება გამოიჩინეს რიონის ხეობის გაყიდვაში"-ო.ყოჩაღ, რომ სულგაყიდული პოლიტ. პარტიები არ გაიკარეო"
---რიონის ხეობელების საპროტესტო აქციებზე ,ქუთაისში ისმოდა  მოწოდებები: "ჩვენ დიდი კულტურის და წარსულის ქვეყანა ვართ, მიუღებელია უცენზურო სიტყვები, ვიბრძვით მშვიდობიანად, ვინც , იძალადებს,ის თავს დაიყენებს ჩვენი მოძრაობის გარეთო...". აი, ასეთმა მიდგომამ, კანონის ფარგლებიდან ვერგამოყვანამ  აღმოაჩინა მიწის გამყიდველები დილემის წინაშე.                    იყო უწყვეტელი პროვოკაციები, ხან, ჩახუტებული  წყვილების გადაღება სურდათ,რიონის ხეობაში,(მე, პირადად, წავაწყდი, ვამხილე და ჩავშალე) ხანაც-მამათმავლებით სავსე ავტობუსები დაიძრნენ თბილისიდან.
  მერე, თბილისში ჩამოსულ ხეობელებს კარავში შეუგზავნეს ლგბტ-ელები, "რატომ გააძევეთ  , თქვე, ჰომოფობებოო"-დატუქსეს. მერე, (იგივე ძალებმა) მიტინგზე, სამკლაურებით  რატომ შემოუშვითო"---მოკლედ, ამაზრზენია, ეს ყველაფერი. მტრისგან კიარა, ცხვრის ქურქში გახვეული "მოყვარისგან"
და ახლა, რა ხდება? ფეხზე დადგა საქართველო უზნეობის წინააღმდეგ.
      ჰეიი, თქვენ, ვითომ ანტილიბერასტელებო, ამისთანა ერის ღირსი ხართ? ამ მამაცი  ადამიანების ზემოთკირა,  გვერდით  დგომის უფლება გაქვთ?                         
      ამხელა ენერგია "ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებისკენ რატომ არ მიმართეთ?
      განა, არ იცით, რომ  ლგბტ-ეებს კანონი იცავს? ერთ დღეს ერთჯერადი გამარჯვებას რომ მოიპოვებ. მეორე, მესამე დღეს მაინც იმას არ მიაღწევენ, რაც უნდათ?
    ასეთი სიცრუეები , ხომ უკვე გავიარეთ,ასეთი, , ხომ გაჩეჩილაძეებმაც გაუკეთეს ხალხს?
  "არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება - ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს."-ბრძანებს ზვიად გამსახურდია,ის დიდი ქართველი , რომელიც არასდროს გეხატებოდათ გულზე  სიმართლისთვის  და ასეა, დღემდე.
      ძალა სიმართლეშია და არა ქვების სროლაში. არც, შვილმკვდარი მამის კარვის დარბევაში.
თქვენი მიზანი ცხადია: ყურადღება გადმოიტანოთ წინასწარ წაგებულ ომში.( მოგება რომ გდომოდათ, გააგრძელებდით ბრძოლას  (მინიმუმუმ)ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებაზე.თან, ერის მამობის თიკუნს მოიპოვებდით, თან, რიონის ხეობას მიავიწყებდით ხალხს.ეგ, არ მოხდება!!!
ჩაგეფუშათ, გეგმები ვარლამისთვის გათვლილ პროვოკაციებზე. ჩამოვიდა თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში ილოცა და დაუბრუნდა ბრძოლის ველს.
მაგრამ, თქვენ , პრაიდის ორგანიზატორებთან ერთად, მსოფლიოს კარგად ჩააბარეთ ანგარიში ქართველთა აგრესიულობის, ველურობის და ეკლესიის დისკრედიტაციის შესახებ. ჩვენ 9 აპრილგამოვლილ ერს ,ვერ , შეგვაცდენთ დასკვნის გამოტანში, მაინც.
ახლაც, გრძელდება  ლიბერასტების თბილი, "მეგობრული " ცრუ "მიმართვები",  მოკლედ, ამ საკითხში სიამტკბილობით ხართ ლგბტ-ეები და "ანტილიბერასტები". ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ.        სასიამოვნოდ გამაოცა ეკლესიის ერთსულოვნებამ, ამდენ ხანს (დღემდე) მდუმარედ რომ უთვალთვალებენ საქართველოს გაყიდვას. და ჩვენც, საცოდავად ვკნავით პატრიარქის ერთ ფრაზას, "არავის აქვს უფლება, არც მეფესს, არც.... და აშ.".
ყველას  გიმეორებთ, ჩვენ, რიონის ხეობისთვის მებრძოლი ქართველები არ      ვდგავართ ვარლამთან, მირზასთან, მაკასთან, მარიტასთან, კახასთან, რაფიელთან.... საერთო  სატკივარი  გვაერთიანებს  ჩვენ,ერთად ვართ,  საქართველოსთან ვდგავართ ყველანი.
მალე, გასრულდება ეს განსაცდელი. მალე გათენდება და  გათენების შემდეგ, თქვენი  დაყივლება იქნება გვიან.                                                                                                    ფ.ნ.
07.2021წელი.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები