ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2009


შეჰყვარებია საფლავის ქვები

საფლავი უყვარს,
სიყვარული სადაც მარხია,
გრძნობები დიდი,
ქვაზე სურათს შეუნახია,
მისი ოცნება რეალობად
ვერვინ აქცია,
და დადის ქვეყნად,
განდევნილი, როგორც მაქცია.

შეჰყვარებია, მთელი გრძნობით,
გულით, ფიქრებით,
და იმეორებს განუწყვეტლივ,
"ერთად ვიქნებით,"
ცხოვრებამ გული გაუტეხა,
მწარედ დასცინა,
ვეღარ უშველის, სიყვარულის,
მას ვერც ვაქცინა.

განადგურებულს, დაუკარგავს
იმედი ხვალის,
და ელოდება გასტუმრებას,
ცხოვრების ვალის...
მისი ოცნება რეალობად
ვერვინ აქცია,
და დადის ქვეყნად,
განდევნილი, როგორც მაქცია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები