ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2021


მე-ათე

შემახსენა ფბ- მ.
ეტყობა, დამიწერია და არ დამიდია.

ნინო დარბაისელი

მე-ათე
- - -

მაცდური, სულსწრაფი, ფლიდი და უპირო,-
ღირსია,  ამხილო, დასჯა დაუპირო,

ღირსია, მოჰკითხო ცოდვა დანარჩენი,
ღირსია, დაადო მძიმე განაჩენი,
არ გადაარჩინო არგადასარჩენი...

როგორ ადვილდება მასზე ლაპარაკი,
ზემოდან როდესაც დავცქერი და რაკი
დავრწმუნდი, ყოფილა ერთი აკარაკი,
მისთვის  ჯოჯოხეთი  არის აგარაკი,
ოხვრით დავასრულო, მინდა, აქ არაკი.
ვისზეა ეს ლექსი?
ვინ მოწაფეზეა,
თუ მოწამეზეა?
ისეთ ვინმეზეა,
რომ ვარ და არცა ვარ,
ჩემზეო, ვერ ითქმის
ეს ლექსი ,,მეზეა',
და,,მედან' გასხლტომის დიდ სიამეზეა.

მეზე, ვინც მუდმივად სამართალს ეძებდა
და ვერ  პოულობდა, შებმული მხეცებთან,
და უცებ იპოვა,
და ისე დაშინდა,
რომ ეს სამართალი  თვით მასაც დაშლიდა,
ნაპოვნი აკუწა ხმლითა და დაშნითა.

მეც ათი მცნებიდან ცხრაში  - ვარ ურყევი,
მეათე? - მეც მჭირსო, ვისაც მოვუყევი.

ათივეს დამცავი - ჯერ არ შემხვედრია,
ალბათ ეს სიმტკიცე - რჩეულთა ხვედრია.

შენკენ მომავალმა გავტოპე ტალახი,
უნავოდ ზღვაც მქონდა მე გადმოსალახი,
ხმელზე -  გადამწვარი მელოდა ბალახი,

ვერ ავცდი დაგებულს ჩემთვის კაკანათებს,
ქვეშ რომ გიყოლებს და სიმწრით გაგანათებს,

ვაითუ ამაოდ მოგიხმობ დაღლილი,
ამაოდ იღვრება ცრემლები ჩემი ცხარე
უფალო,
უფალო
სამართალს აღარ გთხოვ,
უბრალოდ, შემინდე
უფალო, შემიწყალე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები