ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2021


ლექსი ფასისა და ღირებულების

Ia Sulaberidze

ლექსი ფასისა  და ღირებულების

(ეტიუდი ი. ს.-ს)

თავო ჩემო, მშვიდო, წყნარო, ვით გუგულო,
ხედავ? -  უკვე ეს ცხოვრებაც გავიდა.
მაინც მინდა, ისევ ჩემად დაგიგულო,
თითქოს რამე იწყებოდეს თავიდან.

ამიწონეთ ჩემი წილი სიყვარული,
თუ გაქვთ კიდევ, სადმე შემორჩენილი,
ფული მიძევს, უბარაქოდ დაჩაგრული
არ გეგონოთ, სხვისას ვხმარობ ჩემივით.

ჩემი წილი მსურს სამშობლოც შევისყიდო,
მოთიმთიმე მხარე - ჩამომიჭერით,
თუ სამშობლო - მიწაა  და ჭერი კიდე,
სადაც მინდა, იქ ვიხარებ იმ ჭერით.

საგარნირედ მეგობრობაც ხომ კარგია,
არ დამაკლოთ ნაცნობ-ნათესაობა.
ყველას ბედი  რა ერთ თარგზე ნაქარგია,
ზედ დამიდეთ მთელი ჩემი თაობა.

დე, შეხვედრას სიხარულის ცრემლიც ებას,
იჩხრიალონ ჩამოშლილმა ქანებმა,
დამიმატეთ ჩახუტება, აღტაცება,
შეგებება, ჩემკენ გამოქანება!

ასე რატომ ვიხარჯები? მაქვს მიზეზი, -
საგნის ფასი, ნივთის ღირებულება
მინდა ავხსნა, გაკვირვებით ან ამრეზით
ნუ მიყურებთ, სხვა გზა არ მეგულება!

ფასს იხდიან და ქვეყანა ავსებულა
გამყიდვლებით,  დახლიც უამრავია,
მყიდველი კი  - ჯერ არასდროს არსებულა,
ვერსად ვნახე, კარგია თუ ავია.

ვიღას ახსოვს, ის, რაც არის ღირებული?
ფასმა ყლაპა უკვე ღირებულება.
სხვა რა გითხრათ, არიფული,  ღარიბული
პასუხია, “შაშვი - მებულბულება!”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები