ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2009


ჟირაფი

                    /რენუარს/


ნინ, მე ცეცხლი ვარ.
მირჩევნია - თუნდაც საცერით -
მზის უდაბნოდან მოვზიდო წყალი...
მერე კი,
როცა ცივ მეტლახზე დამიგებ ლოგინს,
კვლავ დავისიზმრებ
გაყვითლებულ ქოთნის ყვავილებს,
მთვარეს,
სტურუას...
ნათურის ნაცვლად ჩაგიხრახნი
ჭაღში სიმშვიდეს.
სად მე, სად წყალი?!.
უბრალოდ მარტი -
ბლოკნოტიდან ამომძვრალი ჭრელი ჟირაფი
მოაწყდა კარებს. 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები