 | ავტორი: დევი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 ოქტომბერი, 2021 |
შენი დარგული ხე მოსაჭრელიაო, - დამჩხავიან. - მოსჭერ, უნაყოფოს რას შეჰყურებ?
- რატომ? - ვპასუხობ რომ ლამაზია, - განსაკუთრებულად გაზაფხულზე , პაწაწინა თეთრი ყვავილებით. შემოდგომობითაც არა უშავს, ვიდრე დასცვივდება ყვითელი ფოთლები.
ნაყოფს ვერ ისხამს და მოსაჭრელიაო, - აგრძელებენ ჩხავილს. - აკი შენც არ მოგწონს ზაფხულობით?! სხვის ნარგავებს მაინც შეადარე.
მე კი პასუხებით არ ვიღლები: - მომწონს რომ იფარებს ჭიაღუებს, სხვა თუ არაფერი მომიჩრდილებს. წადით, დამანებეთ თავი, წადით მსხმოიარეებთან, წადით, სარგებელი ნახეთ.
მე ის იანვარშიც მომწონს, მშვიდი, გაზაფხულის მომლოდინე, ავცქერი ქვემოდან, - ცას უხდება, თქვენსავით ზემოდან ვერ ვუყურებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|