 | ავტორი: დევი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 ოქტომბერი, 2021 |
თითქოს გასაჭირი იყოს, ცდილობ ამარიდო მეც თვალი რომ მოვხუჭო გინდა, გულზე მიმიხუტო დღეც. ფიქრობ დროებითი არის, - ავი მიიძინებს ზნე. მერე შევძლებ ვიყო ლაღი, ლაღი თუ არა და მხნე. ტყუი კი არა და, ცდები, გძინავს კი არა და, თვლემ. სიზმრის არა გაგეგება, ცხადისას არა ჰგავს გზებს. მისგან აღარ მომინდება თავის დაღწევა...და დღე. ფიქრობ ძილში დავმშვიდდები, ხვალ ისევ ამოვა მზე. არა და, „ხვალ“ არ არსებობს, იმედის მაცდური შრე. გულაჩუყებული გიმზერ, ერთ დროს გაუტეხელ კლდეს. ფრთხილობ კი არა და, შიშობ, ჩემიც გეშინია შენ. არა და, რის უნდა გვეშინოდეს, ჯერ მიწადაუყრელ მკვდრებს?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|