 | ავტორი: დევი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 ოქტომბერი, 2021 |
არის დღეები როცა, გეტრფი, გადიდებ, გლოცავ... გულს დაუნდობლად იპყრობ, ვერც მან ისწავლა მოცდა. რა არის ჩემთვის ფული, კარიერა, თუ სკამი? შენ ვერ დაგჯაბნე მხოლოდ, ბოროტად გამისამდი. თავიდან გულუბრყვილოდ დავყევ შენს კეთილ ნებას, არა მწყუროდა ხვევნა, არ ავყოლილვარ ვნებას. გახსოვს? მომჭამა ჭირი, შევბოჭე მავთულხლართით, ისიც არ დამრჩა ვალში, მომკლა საღ-სალამათი. წყალთხელის ფონზე გავლა, ვეცადე ნირწასულმა, ვინ დაიჩივლებს გავას, შემომეძარვცა სული. გულს ვერას დავაბრალებ, არ გამომადგა გონი, თავხედო სიყვარულო, დროა გწყევლიდე მგონი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|