ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2021


ილიკო - გრიგოლ ორბელიანისადმი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ილიკო  - გრიგოლ ორბელიანისადმი

    (გრიგოლი იმ მომენტში ლოგინად იყო, მძიმედ, ტატოს - ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილის ამბავი რომ გავრცელდა თბილისში  და უმალავდნენ.
რაღაცას ხვდებოდა, იხვეწებოდა წერილებში, გამაგებინეთ, ჩვენს თავს რა ხდება, ტატოზე მომწერეთ რამეო.
  ამიტომ წვალობს მისი ძმა, ილიკო, როგორ უთხრას)

“ჩვენი სიცოცხლე ტატო
გარდაიცვალა განჯას”
ვერ გაგიმხილეთ, (რატომ?)
აწ უთქმელობა მტანჯავს.

ეული იყო, მარტო,
არ გაურბოდა გარჯას,
“ჩვენი სიცოცხლე ტატო
გარდაიცვალა განჯას”.

გარდაიცვალა განჯას
ჩვენი სიცოცხლე ტატო.
ბრძოლაში დაიხარჯა
უჩინო, უმანდატო...

გარდაიცვალა განჯას
ტატო, სიცოცხლე ჩვენი.
ო, რარიგ გაიტანჯა
ცხოვრების განაჩენით!

სიცოცხლე ჩვენი ტატო
გარდაიცვალა განჯას!
ღმერთო, ჯვარო თუ ხატო,
რა  ფუჭად  გაისარჯა!

ტატო, სიცოცხლე ჩვენი,
გარდაიცვალა განჯას.
მძიმე გვირგვინი შვენის,
ვინღა დაუწყებს განსჯას!

ჩვენი სიცოცხლე ტატო
გარდაიცვალა განჯას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები