ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2021


...და თუ

...და თუ არავის გააოცებ ტყუილი ტაშით,
თუ არასოდეს დააყრუებ ტაშით მქუხარე
სუსხს და სიყალბეს არ გაიკრთობ გაღიმებაში,
სიცილ-კისკისი? - ზედმეტია ყველგან...
და მაშინ,
ჯერ ცივიაო, -
გაივლებენ საკუთარ გულში,
მერე ხმამაღლა:
- უკარება! -  ჩაგიგდეს ყბაში...

მხოლოდ გზა და დრო დაგიოკებს უაზრო განგაშს,
მოგეშვებიან,
არ მოაწყენს მქუხარე მრევლი.
ვერ გაამტყუნებ,
არ იდარდო დარჩენა მარტო,
არა ტყუიან,
ვის რად უნდა მდუმარე, „ლეში“,
ვერ მიხვდებიან,
რომ არასდროს ჩააგდებ ვალში,
რა კომფოტული და საჭირო ხარ სინამდვილეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები