ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2021


ფუტკრის ლოცვა


"აგუნა, მაგუნა, ჯგერაგუნა დიდებულო"

ჯგერაგუნას ფუტკარო,
შენს შვილს ლოცვად უთხარო:_
"ანანთვარას მაღლობზე
დედები რომ სახლობენ,
სხვაში არ აგერიო,
თუნდაც თაფლი ერიოს,
ფიჭვისა და იელის,
თუნდაც დარჩე მშიერი."
უთხარ,_ "გზანი გუმისთის
მიყვარს შენი გულისთვის.
აკუნ-იფა ხათაჟყვამ
მნახა და დარდს გადაყვა.
განა ვიყავ უგულო,
ჩემი მუხის ფუღურო
ავავსე და მოვბურე
ჩემი იბლიშ თოფურით."
ჯგერაგუნას ფუტკარო,
შენს შვილს ლოცვად უთხარო:_
"უფრო ცოტა ვიფიცხე,
უფრო მეტი ფიჭვის ხე
დავაპურე ფიჭებით;
გამიფანტე იჭვები,
ანანთვარას მაღლობზე
დედები რომ სახლობენ,
სხვაში არ აგერიო,
თუნდაც თაფლი ერიოს,
ფიჭვისა და იელის,
თუნდაც დარჩე მშიერი."
ჯგერა, დედა-ფუტკარო,
შენს შვილს ლოცვად უთხარო:_
"ციაცა და ჩანაცა
ზამთრის სუსხმა ჩანაცრა.
ბევრი ცრემლი მოხარშა
გულმა ჩემმა საკირემ.
შვილო, გალენ ორთაშას
როცა გავინაპირებ,
ანანთვარას მაღლობზე,
ხეობაში გუმისთის,
გახსოვდეს, რომ ვსახლობდი,
მხოლოდ შენი გულისთვის".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები