ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2022


<><><> არა ,მამიკო, მე არ მოვკვდები

არა, მამიკო, მე  არ  მოვკვდები,
ნუ  გეშინია  ,შენ  ნუ  იტირებ,
მე არ  დავუშვებ ერთ  ისეთ  დღესაც ,
რომ  არ  გისმენდე, როცა  ტიტინებ.
არ შეუძლია ღმერთს  მე  რომ  მომკლას,
არც  არსებობენ,  მგონი  , ღმერთები!
არ  დაუჯერო, ვიღაცამ  რომ  თქვას,
რომ ანგელოზებს  შევუერთდები.
არ  მაპატიო სიკვდილი, მამი,
თუკი ერთხელაც  დაგაღალატე,
თუ  ვერ გაგიღე  სისხამზე  კარი
და ვეღარც  შუქი  ვეღარ  ავანთე,
თუ  სკოლის  კართან  ვერ  მიგიყვანე,
თუ  ვეღარ შევძელ  ხელის  დაქნევა.
თუ  მიგატოვე  და  სადღაც  ცაში
წამაწიალა თოვლის  ნამქერმა.
შენ  ნუ გექნება  იმედი  ჩემი,
ცრემლად  არ ვღირვართ მკვდარი  მამები.
არ დამანახო  ნამტირალევი
შენი  ნუკრივით  მფრთხალი  თვალები.
არა, მამიკო, კი არ  გაშინებ,
მე  მზის  მჯერა  და  არა  ზევსების.
მე  არ  მოვკვდები!
მე  ყოველ  დილით
შენს ლამაზ  თვალებს  ვეალერსები !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები