ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2022


ყრუ მონოლოგი

დაბადების დღე მოდის შენი,
თვეა აპნისის,
ცივა, ბეღურებს
დაუვარცხნელ ბუმბულზე ათოვთ,
ამ რუხ კედლებსაც  ეპარებათ
მალიმალ ხრინწი
ხმაში. შენ კი, ბრბოს შერჩენიხარ
ღმერთივით მარტო.

გალავანივით შემოვლებულ მარტოსულობას
სიამაყე და უმწეობა
წუთებად ითვლის,
ის, ვინც ირჩიე,
მარტვილობას თამაშობს სულაც,
შენს შიშს იყენებს დასაფარად
კეთროვნის ნიღბის.

მე ისევ შორს ვარ
და სიზიფეს მოვგავარ შეშლილს,
ფორტუნა კვლავაც  დაუდევრად
ისვრის კამათლებს.
ჰო, დედაჩემო, გასაჩენი არ ვიყავ, შეცდი,
ჩვენ, ნაბიჭვრები (როგორც წესი),
ვეღარ ვამართლებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები