ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 მარტი, 2022


“პირამიდებში”: პაოლო იაშვილის,,დარიანული დღიურების” ლიტერატურული პირველწყაროების შესახებ”

#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა

ნინო დარბაისელი სტრონი

“პირამიდებში”:
პაოლო იაშვილის,,დარიანული დღიურების” ლიტერატურული პირველწყაროების შესახებ”

თეზისები

1.  მოხსენება წარმოადგენს ქართულ პოეზიაში ცისფერყანწელთა შემოტანილი, კერძოდ,  პაოლო იაშვილის მიერ დამუშავებული ერთი - ეგვიპტური  თემისა და  მასში გაერთიანებული პოეტური სახე- კონცეპტების  ინტერტექსტუალური  პლანის რეპროდუცირების ცდას.

3. ლექსს “პირამიდებში” უშუალოდ უძღვის პაოლოსავე ლექსი  ,,სევდიანი ზურმუხტი”

https://poetry.ge/poets/paolo-iashvili/poems/919.sevdiani-zurmukhti.htm

რომელიც გამოქვეყნდა იმავე წელს , გრიშაშვილის ჟურნალ “ლეილაში”

https://ka.m.wikipedia.org/wiki/ლეილა

4. თავისი მხრით, ეს ლექსი წარმოადგენს  იმდროინდელი რუსული სიმბოლისტური სახე- კონცეპტების თავისებურ მოზაიკას.
  რუსული სიმბოლიზმი ეგვიპტური თემატიკით,
სფინქსისა და პირამიდების, მეფე დედოფლის სიყვარულის მოდელით და ასე შემდეგ, დავალებულია ბოდლერის ,, ბოროტების ყვავილებითა” და

  ოსკარ უაილდის პოემით “ სფინქსი”

https://victorianweb.org/authors/wilde/sphinx.html
ნ.გუმილიოვის თარგმანი, შესრულებული ბწკარედიდან

https://gumilev.ru/translations/11/

5. ერთი მხრით, ოსკარ უაილდის  პოემა “სფინქსი”
და მეორე მხრით მისი ინსპირაციის წყარო - ბოდლერის “ბოროტების ყვავილები”

https://www.litres.ru/sharl-bodler/cvety-zla-5/chitat-onlayn/

https://wisetomcat.livejournal.com/80181.html?

სათავეს იღებს ედგარ პოს  მცირე პროზაული ქმნილებიდან, ამავე სათაურით ,სფინქსი”.

https://victorianweb.org/authors/wilde/sphinx.html

https://xn----7sbb5adknde1cb0dyd.xn--p1ai/эдгар-по-сфинкс/

6. ცხადი და უდაოა, რომ პოეტური და ზოგადად ლიტერატურული ქმნილება არასოდეს დაიყვანება მის თუნდაც უმთავრეს ლიტერატურულ პირველწყარომდე და “პოეტური ალქიმია” ყოველ ახალ ეტაპზე ახლებური შენადნობის სახით წარმოგვიდგება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები