ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2022


ჩემი სიზმარი. წუხანდელი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჩემი სიზმარი. წუხანდელი

სიზმარი ვნახე,  მან დამაზრო,
ძე მყავდა,  სახელად დომინიკო,
ნეტა, რა სიკვდილმა დამასიზმრა,
თითქოს ძე-ვაჟკაცი მდომებიყო,
თითქოს არ მეყო წამებანი,
თვალთაგან ცრემლთა ნამებანი,
მოჯარდნენ ამბის მოამბენი…
მინდოდა, ჭრილობა მომებანა,
ქვითინში  ამყოლებს მოველოდი,
მაგრამ  ხმა არავინ მომიბანა,
მკლავზე მესვენა  და ვეუბენი,
ისმოდა ჩემი  ვაებანი:

-დომინიკ, შვილო, დომინიკო,
ომში რა ჟინმა წაგიყვანა,
სისხლი გიდუღდა და  დაგეღვარა,
დედაშენი ვარ და თავს დაგტირი,
დედა ვარ, საფლავიდან ამოგტირი,
ომში რა გინდოდა, დომინიკო,
ამ ომმა როგორ დაგვაშორა,
ამ ომმა როგორ  შეგვაერთა,
ჩემო ერთაო, დედისერთავ!
სხვების მოლოდინი -  მზეშია და
ჩვენი მოლოდინი - მთვარეშია.
ომი - სიკვდილის თარეშია,
მშვიდობამ -  იმის ცელი დაამშია.
ომი  - სიკვდილის თამაშია.
გაცუდდა ჩემი უბნობანი.
ომი - ომია, დომინიკო,
ომი არ არის ომობანა!
ომი არ არის ომობანა!
ომი გასართობი  არის განა,
გზაა - დედისკენ და დედისგანა,
ომში  - შავ ანგელოზს ვინ უგანა!

მიწაზე სიცოცხლე დამწვარიყო,
ცის შავი თაღი დახრილიყო,
დამწვარი ფრთები დაყრილიყო,
მთლად დედამიწა აყრილიყო,
სამყარო სისხლში გაიბანა,
მესმოდა შორი გალობანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები