ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: იუმორისტული
2 აპრილი, 2022


ერთი მეგობარი მყავდა

ერთ დროს,
ერთი მეგობარი მყავდა...
გულთან არაფრით რომ მიმიკარა,
გული არ ჰქონია, - აღიარა.
თუმცა,
არც მადლობა,
არც ბოდიში,
თავში არასოდეს ავარდნია 
(უნდა აღინიშნოს საქებარიც).
მაგრამ...
იქნებ თავიც არა ჰქონდა?
თუ გულზე ამბობდა უარს.
ვცდები,
უთავო ვერ იქნებოდა.
ალბათ იყო მხოლოდ ფანტაზია.
თუ ასეა, მშვენიერიცაა, -
ვერ მივაყენებდი ზიანს.
ბრალი ჩემი,
რომ სიზმარში მხოლოდ ერთხელ ვნახე.
წუხდა,
მხრებს იჩეჩდა,
ხელებს შლიდა,
ამ გოგოს მე რა ვუყოვო, -
ან დარწმუნება რად მინდა,
ჩემი სიზმარი ხომ უტყუარი არის.

ყველა,
ცუდ,
თუ კარგად ჩავლილ ამბავს,
თავის შედეგები მოაქვს.
გამოუსადეგარი,
თუ საჭირო,
ეგ თქვენ გადაწყვიტეთ:
ქალთან არ წამოგცდეთ მიყვარხარო,
მას  ვეღარასოდეს მოიცილებთ.
კაცს პირიქით,
თუ მოშორება გსურთ,
სწორედ,
მიყვარხარო უნდა უთხრა.
მისთვის ნიშანია - გაიქეცი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები