ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 მაისი, 2022


დაუდევრობით გადარჩენილი ,,ფერადი სონეტი”

#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა
#ლედი_გოდივა

#ავდარიანული

ნინო დარბაისელი

დაუდევრობით  გადარჩენილი  “ფერადი სონეტი”

ჟურნალ “ცისფერი ყანწების” კონცეფციის ავტორიც, რედაქტორიც,  შემდგენელიც და დამფინანსებელიც  პაოლო იაშვილი რომ იყო და ჟურნალის ,, რედაქციაც” მის ბინაში იყო მოთავსებული- ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილია.
    მტრებიც და მოყვარენიც რომ აღნიშნავენ, სხვებზე გადაყოლა იცოდა, საკუთარ ნაწერებს კი დიდად არ დაგიდევდათ, ჭმუჭნიდა და ურნაში ყრიდაო, ესეც გეხსომებათ.
  ვისაც მყარ სალექსო ფორმებთან, მაგალითად, სონეტთან შეხება ჰქონია, ხომ კარგად უწყის, რომ აქ არ გამოდგება განსაკუთრებით დღეს,  ინტერნეტში მოარული თქმა, - მე თვითონ არ ვიცი, რას ვწერ, მუზა მკარნახობს და მერე აღარც ვასწორებო, რადგან სონეტის თხზვისას, რა სახისაც არ უნდა იყოს იგი, პოეტურ ტალანტთან ერთად, ავტორს რაიმე სქემის  ცნობიერი დაცვა, ოსტატობა სჭირდება.
    ელენე ბაქრაძე რომ აცხადებდა, ელენე დარიანის სახელით (თუ ფსევდონიმით) გამოქვეყნებული ყველა ლექსის ავტორი მე ვარო, ესეც გაგონილი გექნებათ, ბევრჯერაც ითქვა და წიგნშიცაა გამოქვეყნებული.

ოსტატობის მხრივ რომ  ის ლექსები, რომელიც ნამდვილად მისია, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ამაზე ხომ უკვე ისედაც ბევრი ითქვა და დაიწერა ადრიდანვე და დღესაც.
ახლა ამ ყველაფრის გათვალისწინებით ერთი ამბავი ვნახოთ!

***
პაოლო იაშვილი

ფერადი სონეტი

მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით.
წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის;
ყველას გიყვარდათ,- სიყვარული მეც დამანებეთ...
მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის.
და ჩემ ცელქ ფეხებს ენატრება რკალი უზანგის,
არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით;
მე გამეხარდა გაღიმება ბავშვური ზანგის,
ყვითელ ქაირში რომ ვაჭრობდა მკრთალ ბანანებით.
მე ერთი ვნახე და ვეღარ ვსთქვი თამამი ,,არა”.
და მომეწონა რომ მფარავდა მე ოქროს ბადე...
მე მიხარია ბნელ თვალებით რომ დავიბადე,
რომ ბედდში ვცხოვრობ და ტრფობისთვის მაინც არ კმარა...
თეთრი თავადის დაბრუნება მე თრთოლვით ვცადე,
ავტირდი ჩუმად, როცა რაში ტყეს მოეფარა.

ეს ლექსი -  “ფერადი სონეტი”, რომელიც “ცისფერ ყანწებში”, მეორე ნომერში “ ელენე დარიანის” ფსევდონიმით არის გამოქვეყნებული და რომელსაც სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული სონეტის ისტორიაში,
სასწაულებრივად გადაურჩა თვითმარქვია ბაქრაძისა და მის  გამკერპებელ-აპოლოგეტთაგან მითვისებას და არა მხოლოდ იმის გამო, რომ გრიგოლ რობაქიძე და ცისფერყანწელებიც მის ავტორად  იმთავითვე პაოლოს მიიჩნევდნენ…

***
ხანდახან არის ხოლმე, რომ ადამიანს რაღაც ისეთი ნაკლი დაჰყვება, რომ ეს ნაკლი მისთვის  სასარგებლო აღმოჩნდება.
საკუთარი თვალით დანახულს მაინც არაფერი სჯობს.
  აგერ გიდებთ ფოტოებს ,,ცისფერი ყანწების” პირველი და მეორე გამოცემისა.
  ცოტა უნდა გაისარჯოთ!
    დაუკვირდით ფოტოებს და უპასუხეთ კითხვას:
  - რამდენი ლექსია შეტანილი ჟურნალის
პირველ ნომრის სარჩევში ,,ელენე დარიანის” ფსევდონიმით და რომელი?
      - სარჩევში შეტანილია 2 ლექსი -
1.,, უვერტიურა” და 2.,,პირამიდებში”
    - სწორია!  ახლა ნახეთ, ამავე,  “ელენე დარიანის” ფსევდონიმით, რამდენი  და რომელი ლექსია გამოქვეყნებული ამ ჟურნალში რეალურად?
    - 3: 1 “უვერტიურა” 2. ***(უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი)
და 3. ,,პირამიდებში”,
ანუ ერთით მეტი.
    - ესეც სწორია.
    ახლა  ჟურნალის მეორე ნომრის ფოტოებსაც დავხედოთ!
    კითხვა: - რამდენი ლექსია შეტანილი იმავე ფსევდონიმით სარჩევში და რომელი?
    - 1 -“მე და კატა”
      რამდენია რეალურად გამოქვეყნებული
და რომელი?
      - სამი:1. ,, ფერადი სონეტი”, 2.“მე და კატა”, 3.”ყოველთვის მაისში”
    ანუ ორით მეტი!
***

ახლა ამოცანა ცოტა გავართულოთ:
1. რედაქტორ-შემდგენელ-დამფინანსებელს პირველ ნომერში სხვა ავტორის, მეტადრე ქალის და თანაც, როგორც გვარწმუნებენ, საყვარელი ქალის ლექსის სარჩევში შეტანა რომ დავიწყებოდა, ქალი ვერ შენიშნავდა?
თუ შენიშნავდა, არაფერს ეტყოდა? არავითარი რეაქცია არ ექნებოდა?
    მას რომც არ ეთქვა, თვითონ მამაკაცი - პაოლო ვერ გაიგებდა, ვერც ცისფერყანწელები და ვერც  მათი,, ყვითელი მტრები” შენიშნავდნენ ამ ამბავს?”
    დავუშვათ, ყველას ერთიანად
“თვალები აება”, ჟურნალის შემდეგ ნომერში რომ უარესი განმეორდა, არავის ხმა არ ამოუღია? არც რაიმე რეაქცია გამოუვლენია, ნეტა რატომ?
    “ეშმაკის მათრახში” გამოქვეყნებულ კარიკატურაში, თუ შეგიმჩნევიათ, კატას - პაოლოს სახე აქვს., ისევე, როგორც  მეორე ავტორს ,, ყანწებისა” გრიგოლ რობაქიძეს აქვს ხასიათი შენარჩუნებული შემდგომ კარიკატურაში. მხატვარს ორივეგან დაცული აქვს სტილი :ავტორი - ქმნილება.
თუ ვინმე იტყვის, კი ბატონო, კარიკატურისტი სტილს იცავს - ავტორი - ქმნილება, მაგრამ სწორედაც ავტორი აქ გამოსახული ქალია, ხოლო კატა - მისი ქმნილებაო, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდებს ელენე ბაქრაძეს, ჩაიგდებს თავსაც და  ბაქრაძე- დარიანისტების “  ათი წლის მანძილზე ნოყიერად მკვებავ  ფსევდო- ფემინისტურ თეორიას ხომ - საერთოდ დაასამარებს, როგორ?
სცადონ და ნახავენ!
  ახლა რიტორიკული კითხვა დავსვათ:
ხომ არ ნიშნავს ეს ყოველივე იმას, რომ “ელენე დარიანის” ფსევდონიმით გამოქვეყნებული ლექსების ავტორად იმთავითვე პაოლო მიიჩნეოდა - ცისფერყანწელთა და მათთან ასოცირებულ პირთა მიერ, ხოლო გარეშეთათვის - მინიმუმ, ივარაუდებოდა?
    დავუშვათ, პირველი - შეცდომად ჩაითვალა, ხალხნი ვართო, იფიქრეს, რა შემთხვევაში აპატიებდა რომელიმე ავტორი -  ქალი იმავე რედაქტორ- გამომცემელს მეორეჯერ(!!!) უარეს, გასამმაგებულ (!!!) საქციელს?
- არც ერთში!
    (თუნდაც გვიან, 40-50 წლის მერე  მაინც რომ შეენიშნა ბაქრაძე-ბერიშვილ- ქართველიშვილს, ხომ წარმოგიდგენიათ, აქამდე სხვის მონაყოლებზე დაყრდნობით შეთხზული მისი ზღაპრები  კოჭამდე ვერ მისწვდებოდა ამ ელვარე ამბავს.
ერთი კარგი,  სასიყვარულო დრამის მზა სიუჟეტია! - როგორ აპატია თავდავიწყებით შეყვარებულმა ქალმა მამაკაცს ორჯერ ერთმანეთზე უარესი ვერაგობა. ფსევდო-ფემინისტებსაც ხომ ძალიან გამოადგებოდათ ახლა!
    კითხვას დავუბრუნდეთ: რა შემთხვევაში გაჩუმდებოდა და აპატიებდა ვინმე ავტორი  შემდგენელს ასე უდიერად მოპყრობას?
  პასუხი ნათელია: იმ ერთადერთ შემთხვევაში, თუ ავტორიც და შემდგენელიც ერთი და იგივე, იდენტური პიროვნება, ანუ პაოლო იყო.
  ყველაზე ბოლოს ჟურნალის  ორივე ნომერში  საკუთარი  ლექსები ჩადო და საყოველთაოდ ცნობილი - საკუთარი თავისადმი  დაუდევრობის წყალობით, როგორც ძველები იტყოდნენ, ,,სხვათა მაზიარებელი დარჩა უზიარებელიო” -  ლექსების ჩამატების მერე სარჩევში შესაბამისი ცვლილების შეტანა გამორჩა.

    სწორედ ამის წყალობით, ქართულ ლექსმცოდნეობაში პაოლო იაშვილი ურყევად არის მიჩნეული ,,ფერადი სონეტის” - ,, დარიანული დღიურების” ორგანული ნაწილის - ამ მყარი ფორმის ქმნილების ავტორად (იხ. თ. ბარბაქაძე)
  ყველა ჩემი დაწერილიაო, არა?
    დიახაც, მისიაო, ათი წელია,  იმტკიცებოდნენ ბაქრაძე- დარიანისტებიც, არა ?
    კიდევ კარგი,  დარიანულ ციკლში სულ თოთხმეტი ლექსია, თორემ ბევრი რომ იყოს, არ გინდა, ასე, სათითაოდ გამოაცალო  ყველა ლექსი თვითმოწმე ელენე ბაქრაძესა  და მის აპოლოგეტებს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები