ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2009


***



***
ფრენით და გალობით
დაღლილი ფრინველივით
ლამაზად დახუჭული თვალებით,
ერთმანეთზე სანთლის
ფურცლებივით დაფენილი,
ლამის გამჭვირვალე ხელებით
/თითქოს ერთი ხელი სიცივისგან
იფარავს მეორეს/
და შემოდგომის ღრუბელივით
სევდიანი,ფერმკრთალი სახეებით
მიდიან იმქვეყნად
ღმერთის სიტყვებივით
ერთურთზე უკეთესი,
ერთურთზე მშვენიერი დედები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები