ნუ მოეფერებით ქალებს, რომელთაც ცა იძულებით ჩამოამხეს თავზე გუმბათად. სიმშვიდე ძრწოლით ჩაუნაცვლეს, გაზაფხული- ზამთრით, აბრეშუმი- ხამი ტილოთი, ოცნება- მდუმარებით, ღიმილი- ცრემლით, პოეზია- მდარე პროზით. არ დაუმძიმოთ ქალებს ქედი იმედის ჯაჭვით- არ მოეფეროთ.
არ გაუღიმოთ ქალებს, თუკი თქვენი ღიმილი მხოლოდ ეჭვებსა და უნდობლობას ამძაფრებს მათში. თუ ეს ღიმილი უხილავ საბელს გამობმული მორჩილების დითირამბია და ჩალით გადახურულ ქვეყანაში პირში ჩალაგამოვლებულობის შეგრძნება ჩვეულებრივ ტოქსიკურ სინდრომს წარმოადგენს. იყავით გულქვა. უმიმიკო. უგულისყურო. ნუ გაუღიმებთ.
არასდროს ეთამაშოთ ქალებს მეტაფორებით დანაღმული სცენის ბნელი კულისებიდან. ნურც ნაცნობ- მეგობრებს მისცემთ საბაბს ეძებონ მათში ის, რაც არ თქმულა. არც შობილა და სიზმრის ფერიც კი არ ადევს. ფანტაზიები აშიმშილეთ. აშიმშილეთ ბრმადშობილი ფანტაზიები.
ვზივარ ლექსების დამტირებლის ჩვეულ პოზაში, მკვდარ სიტყვებს მარცხნივ ვუჩენ ადგილს, მფეთქავებს- მარჯვნივ. დაქტილოსკოპის ,,დამღერებულს" მუდარით ვატან ქარს, რომელიც უკან იხევს სახეშეშლილი, გაფითრებული და ყველა სიტყვას, უნამუსოდ, სახეში მახლის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ქალს მოფერება უნდა, როგორც ვარდს წყალი, ქალზე საოცრება განა რამ არის ?! ქალს მოფერება უნდა, როგორც ვარდს წყალი, ქალზე საოცრება განა რამ არის ?!
3. რაღაცა აქვს ამ ლექსს მიმზიდველი. ჩაფიქრებული ვკითხულობდი. ფრიადი
რაღაცა აქვს ამ ლექსს მიმზიდველი. ჩაფიქრებული ვკითხულობდი. ფრიადი
2. ბოლო კარგია :) მომეწონა ბოლო კარგია :) მომეწონა
1. გავიგე თითქოს რისი თქმაც გინდოდათ, მაგრამ პირველ და მეორეში ვერ დაგეთანხმებით, უფრო სწორად მეორეში ნახევრად და მესამეში კი ბატონო 100%-ით
ბოლო კი ძალიან კარგია მე მგონი
ნუ ძალიანაც ნუ მენდობით შეფასებაში, მაგრამ მე ასე ვხედავ, მესმის და მომწონს გავიგე თითქოს რისი თქმაც გინდოდათ, მაგრამ პირველ და მეორეში ვერ დაგეთანხმებით, უფრო სწორად მეორეში ნახევრად და მესამეში კი ბატონო 100%-ით
ბოლო კი ძალიან კარგია მე მგონი
ნუ ძალიანაც ნუ მენდობით შეფასებაში, მაგრამ მე ასე ვხედავ, მესმის და მომწონს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|