ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2009


მელოდია ლექსად

ვერ გიგუებ ასე მშვიდს და მოწყენილს,
მინდა სითბო არ მოგაკლდეს თვალებში,
აღარ მახსოვს რა თვეა და რა წელი,
მონატრების კოქტეილით გალეშილს.

სერენადებს მიძღვნის ღამით გიტარა,
სევდიანი ფიქრის აკორდებიდან
გაზაფხულმაც ვეღარ გამოიდარა,
ალბთ, მალე ჭორად აგორდებიან

ატმის ხეზე ვარდისფერი კვირტები,
თვალდახუჭულ ფოთლებს გააღვიძებენ,
მე კი მხოლოდ უშენობას გპირდები,
როგორც გიჟურ და შორ თავდავიწყებას.

ვმარცვლავ რითმის მადისაღმძვრელ ბროწეულს,
სერენადებს მიძღვნის ღამით გიტარა,
მელოდიას, ოღონდ ლექსად მოწერილს
განდობ, განდი, გინდ უსმინე, გინდ არა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები