*** მე რომ ზღვის ღელვა მეგონა, ეს შენი გული ყოფილა. ქალავ, ტოლფერად გვევლო და ლოგინი გაგვაყოფინა, ჩამქრალი კერა გაგვეთბო, სიყვარულს უნდა ავსება. ერთი ღიმილი დაგეთმო, მე ერთიც მეათასება. ლეგა ღრუბლები გაგექრო, მზეწვიასა და მზეგულას. ყვავილები არ დაგეხმო, კარი არ გამოგეხურა... მე რომ ზღვის ღელვად ვიფიქრე, ეს შენი გული ყოფილა. ნატვრავ, თეთრად რომ იფიფქე, ეს მანანები ყოფილა ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|