წყაროსთან ისევ ამოვიდა მწვანე ბალახი, ღამის უბიდან ამოფრინდა ვაი-ვაგლახით ციცინათელა...
ცივგომბორიდან გადმოეშვა მთვარე მალაყით, დიდხანს იგორა და დაღლილი დედაქალაქის გზები გათელა.
(როდის მოვწიე?!. არ დამირტყამს ერთი ნაფაზიც...) და ვფურცლავ ახლა საკუთარ თავს ფანჯრის რაფასთან, - მრავალკითხვიანს...
კი იყო ქორფა ის ბალახი, მწვანეც, ბიბინაც... მაგრამ ჩვენს შორის შავმა კატამ გადაირბინა, როგორც იტყვიან...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|