ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: საბავშვო
8 ივნისი, 2022


==დუდა გაგვიზულუქდა==

ჩვენთან ვერ ხარობს სტუმარი,
ვერ გამოდის მთლად მუქთად.
უპყრიათ ხელთ საჩუქარი,
დუდა გაგვიზულუქდა.
წინ გაასწრებს დედას,ბებას,
ჩვენი ბიჭი ტიტანი.
სტუმარს კართან ეგებება:
-აბა,რა მომიტანე.
ლამისაა გასკდეს სახლი,
„მონსტრებით“ და „ჯინებით“,
ბე ემ ვე-თი,თოფით,ძაღლით
შავი ლამბორჯინებით.
დიდაქტიკის დადგა ხანა,
როს ვიწვნიეთ სიმწარე:
-სირცხვილია - ტუქსავს მამა:
არ თქვა :“რა მომიტანე“.
მამას როგორ ეტყვის უარს,
არ სჩვევიათ ტიტანებს,
შეეგება დუდა სტუმარს:
„ნათო, ვინ მომიტანე?"


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები